30 იანვარი, 2018
კარაქიანი ყავა - მარტივი გზა სასურველ წონამდე, მხოლოდ ზედმეტად მსუქნებისთვის
კარაქიანი ყავა - ერთი შეხედვით, უცნაურად და უსიამოვნოდ ჟღერს. მიუხედავად ამისა, ამგვარი სასმელი ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა აშშ-სა და ევროპაში, როგორც წონაში დასაკლები და ენერგომასტიმულირებელი საშუალება.

როგორ მოვამზადოთ ყავა

გურმანები ამტკიცებენ, რომ კარაქი საუკეთესოდ ანეიტრალებს ყავის სიმწარეს და მას ნაღების ნაზ გემოსა და აბრეშუმისებურ ტექსტურას სძენს.

კარაქიანი ყავის მომზდება ძალიან ადვილია. მთავარია, ხარისხიანი ყავა შეიძინოთ. აადუღეთ 500 მილილიტრი ყავა, დაუმატეთ ორი სადილის კოვზი აუცილებლად უმარილო ნაღების კარაქი (წინააღმდეგ შემთხვევაში, გემო გაუფუჭდება) და მოურიეთ სქელი
ქაფის წარმოქმნამდე - სასმელი მზადაა.

კარაქიანი ყავის განსაკუთრებული თვისებები
განსაკუთრებით შედეგიანი იქნება, თუ კარაქიან ყავას დილით დალევთ, რადგან ასეთი სასმელი მთელი დღის სამყოფი ენერგიით მოგამარაგებთ და ხელს შეუწყობს წონაში დაკლების პროცესს. უმარილო ნაღების კარაქი შეიცავს ცხიმების დამწველ მჟავებს, რომლებიც ენერგიის წყაროდ გარდაიქმნება, ამასთან, ცხიმების წვა აჩქარებს გახდომის პროცესს.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ თემაზე მეცნიერული კვლევა ჯერ არ ჩატარებულა და შესაბამისად, არ შეიძლება დარწმუნებით იმის თქმა, რომ კარაქიან ყავასა და გახდომის პროცესს შორის 100-იანი კავშირია. გარდა ამისა, სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ სასმელს კარგი შედეგი მოაქვს მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ზედმეტი სიმსუქნე აწუხებს.

გაითვალისწინეთ, რომ ასეთ უჩვეულო საუზმესთან შესაგუებლად დრო დაგჭირდებათ, ამიტომ შეგიძლიათ თავიდან მხოლოდ ცოტაოდენი კარაქი დაუმატოთ და მისი რაოდენობა თანდათან გაზარდოთ.

კარაქიანი ყავის თაყვანისმცემლები ირწმუნებიან, რომ კარგად მომზადებული ასეთი სასმელის ერთხელ გასინჯვის შემდეგ, მასზე უარს ვეღარ იტყვით. ცხადია, მხოლოდ ყავა ვერ დაგანაყრებთ, ამიტომ შეგიძლიათ საუზმეზე შვრიის ფაფა ან რაიმე სხვა მსუბუქი საკვები მიირთვათ.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ნინოს მკითხველისგან
ნინო, თქვენი კომენტარი წავიკითხე და ინტერნეტში დავძებნე კარაქიანი ყავის შესახებ.მოკლედ,500 მლ. წყალი უნდა იყოს და არა ყავა.ყავა 2 ჩაის კოვზი უნდა აიღოთ, ხოლო უმარილო ნაღების კარაქი-80 გრ. იმედია რეცეპტი გამოგადგებათ!
16:09 / 04-02-2018
გამოხმაურება / 0 /
ნინო
500მლლ ყავა რას ნიშნავს? ნორმალურად გაგვაგებინეთ. რამდენ წყალში რამდენი ყავა. პასუხი დაწერეტ აუცილებლად
00:46 / 01-02-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS