როგორ მოვამზადოთ ყავა
გურმანები ამტკიცებენ, რომ კარაქი საუკეთესოდ ანეიტრალებს ყავის სიმწარეს და მას ნაღების ნაზ გემოსა და აბრეშუმისებურ ტექსტურას სძენს.
კარაქიანი ყავის მომზდება ძალიან ადვილია. მთავარია, ხარისხიანი ყავა შეიძინოთ. აადუღეთ 500 მილილიტრი ყავა, დაუმატეთ ორი სადილის კოვზი აუცილებლად უმარილო ნაღების კარაქი (წინააღმდეგ შემთხვევაში, გემო გაუფუჭდება) და მოურიეთ სქელი
კარაქიანი ყავის განსაკუთრებული თვისებები
განსაკუთრებით შედეგიანი იქნება, თუ კარაქიან ყავას დილით დალევთ, რადგან ასეთი სასმელი მთელი დღის სამყოფი ენერგიით მოგამარაგებთ და ხელს შეუწყობს წონაში დაკლების პროცესს. უმარილო ნაღების კარაქი შეიცავს ცხიმების დამწველ მჟავებს, რომლებიც ენერგიის წყაროდ გარდაიქმნება, ამასთან, ცხიმების წვა აჩქარებს გახდომის პროცესს.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ თემაზე მეცნიერული კვლევა ჯერ არ ჩატარებულა და შესაბამისად, არ შეიძლება დარწმუნებით იმის თქმა, რომ კარაქიან ყავასა და გახდომის პროცესს შორის 100-იანი კავშირია. გარდა ამისა, სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ სასმელს კარგი შედეგი მოაქვს მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ზედმეტი სიმსუქნე აწუხებს.
გაითვალისწინეთ, რომ ასეთ უჩვეულო საუზმესთან შესაგუებლად დრო დაგჭირდებათ, ამიტომ შეგიძლიათ თავიდან მხოლოდ ცოტაოდენი კარაქი დაუმატოთ და მისი რაოდენობა თანდათან გაზარდოთ.
კარაქიანი ყავის თაყვანისმცემლები ირწმუნებიან, რომ კარგად მომზადებული ასეთი სასმელის ერთხელ გასინჯვის შემდეგ, მასზე უარს ვეღარ იტყვით. ცხადია, მხოლოდ ყავა ვერ დაგანაყრებთ, ამიტომ შეგიძლიათ საუზმეზე შვრიის ფაფა ან რაიმე სხვა მსუბუქი საკვები მიირთვათ.