ექიმის ინფორმაციით, იოდი ორგანიზმში უმთავრესად ცხოველური (57%) და მცენარეული (33%) საკვებიდან ხვდება. წყლიდან და ჰაერიდან ორგანიზმში მოხვედრილი იოდის წილი ძალიან მცირეა. მინერალურ წყლებში ეს ელემენტი შედარებით მეტია. იოდით განსაკუთრებით მდიდარია ზღვის პროდუქტები, კერძოდ, ზღვის კომბოსტო (ლამინარია), წყალმცენარეები, თევზი. ბევრია იოდი თევზის ქონშიც.
„არსებობს შეხედულება, თითქოს ზოგიერთი მცენარეული პროდუქტი, მაგალითად, ფეიხოა, ხურმა, კაკლის უღელი, ბევრ იოდს შეიცავს.
მისი განმარტებით, საყურადღებოა, რომ ზოგიერთი საკვები შეიცავს ე. წ. სტრუმოგენებს - ეს არის ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც ხელს უშლის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების წარმოქმნას. სტრუმოგენების შემცველი საკვებია კომბოსტო, ბოლოკი, თალგამურა, თალგამი, მდოგვი, რაფსი, სოია, კამა.
სტრუმოგენებად შეიძლება მოგვევლინოს სამედიცინო პრეპარატები - ზოგიერთი ანტიბიოტიკი, სულფანილამიდი, პერქლორატები და სხვა. სტრუმოგენულ ფაქტორად ითვლება თამბაქოს კვამლიც, რომელიც დიდი ოდენობით შეიცავს თიოციანატებს, რომლებიც ფარისებრი ჯირკვლის მიერ იოდის შეწოვას უშლის ხელს.
განაგრძეთ კითხვა: