12 იანვარი, 2018
"ამ დაავადებით მსოფლიოში 4 მილიონამდე ადამიანი იღუპება..." - პრობლემები, რომლებსაც მწეველები ყურადღებას არასოდეს აქცევენ
ბოლო დროს სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება მობილურით გადაღებული ფოტოები და ვიდეოები, რომლებზეც უფროსები, უმეტესად, მშობლები მცირეწლოვან პატარებს სიგარეტს სიცილ-კისკისით აწევინებენ, მეტიც, ამ საქმეში ახალისებენ ბავშვებს.

რა ზიანს აყენებს თუნდაც, ასე ხუმრობით შეთავაზებული სიგარეტის ერთი ღერი პატარას ჯანმრთელობას, მის ფსიქიკას და ზოგადად, რა გავლენას ახდენს თამბაქოს გამოყენება ადამიანის ორგანიზმზე, როგორია მწეველობით დაავადებულთა სტატისტიკა - ამ თემაზე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი კახა ვაჭარაძე გვესაუბრება:

"ის, რომ პატარას ვინმე სიგარეტს აწევინებს, ეს უპირველესად, იმ ადამიანების შემეცნებისა და ინტელექტის
დაბალ დონეზე მიუთითებს. ამას ხელს უწყობს ტელევიზიაც, ქართული თუ უცხოური სერიალები, სადაც თამბაქოს მოწევა წახალისებულია. კომერციალიზაციას ვწირავთ ჩვენს ჯანმრთელობას?! რატომ? არ გვყოფნის მანქანების გამონაბოლქვი, მძიმე გარემო პირობები? მაგრამ ამ ყველაფერში ჯანმრთელობის შელახვის ძირითადი მიზეზი მაინც სიგარეტია", - აღნიშნავს ჩვენი რესპონდენტი. მისი თქმით, დიდი შრომისა და წვალების ფასად მიღებული მწეველობის ამკრძალავი კანონი, რომელიც მთელ ცივილურ სამყაროში, რამდენიმე ათეული წელია, მუშაობს, ჩვენთან ვერა და ვერ ამოქმედდა... ამიტომ, მიიჩნევს, რომ უნდა გამოქვეყნდეს იმ დეპუტატების გვარები, რომლებიც ამ საკითხს აფერხებენ.

"სიგარეტი მსუბუქი მოქმედების ნარკოტიკია და ამ ვიდეოს მოქმედი გმირები, რა თქმა უნდა, უნდა გამოაშკარავდნენ, ამაში უნდა ჩაერთოს ყველა, ვისაც ეხება - სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, გამოიყენონ ის კანონმდებლობა, რომელიც არსებობს და ასეთი ფაქტები აღარ იქნება. თან, მსგავსი ვიდეოების სოციალურ ქსელში გავრცელება რამდენიმე ე.წ. ლაიქისთვის, რომ ოჯახის წევრებმა პოპულარობა მოიხვეჭონ, დანაშაულია და სასიცოცხლო პროცესებზე ცუდ გავლენას ახდენს!" - განმარტავს კახა ვაჭარაძე.

ექიმის თქმით, დღეს მსოფლიო შეთანხმებულია, რომ სიგარეტი ადამიანის ორგანიზმში ჯანმრთელობისთვის საზიანო პროცესებს პროვოცირებს. საშინელი სტატისტიკაა ისიც, რომ მწეველთა 80% განვითარებად ქვეყნებზე მოდის, მათ შორისაა, საქართველოც.

მწეველებში ჭარბობენ ახალგაზრდები, რომლებიც ადრეულ ასაკში იწყებენ თამბაქოს მოხმარებას, რის შემდეგაც იღებენ სასუნთქი გზების სხვადასხვა დაზიანებას მაშინ, როცა სასუნთქი გზების ჩამოყალიბება 25 წლის ასაკში სრულდება! 

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS