მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ამის მიზეზი ჰორმონალური დარღვევებია, რომელსაც ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების გადაჭარბებულად მიღება იწვევს.
დანიელი მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევაში 18-დან 35 წლამდე 31 კაცი მონაწილეობდა. ერთ ნაწილს 6 კვირის განმავლობაში იბუპროფენის განსაზღვრულ დოზას, დღეში 600 მილიგრამს ასმევდნენ, რაც 3 აბის ეკვივალენტურია. მეორე ნაწილი კი პლაცებოს იღებდა.
2 კვირის განმავლობაში კაცებს, რომლებიც პრეპარატებს იღებდნენ, ფოლიკულო მასტიმულირებელი ჰორმონის გამოყოფა გაუძლიერდათ.
ის გავლენას
მეცნიერების თქმით, ექსპერიმენტის დროს იბუპროფენის გონივრული დოზით გამოყენების უარყოფითი შედეგები მკვეთრად არ გამოვლენილა. თუმცა, მისი ხანგრძლივად და დიდი დოზით გამოყენებას შეუძლია რეპროდუქციული სისტემის მუშაობა მნიშვნელოვნად გააუარესოს.