09 იანვარი, 2018
რატომ გაიზარდა სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა რიცხვი საქართველოში
სიმსივნით გარდაცვალების სტატისტიკის ზრდის მიზეზი არა კიბოს შემთხვევების ზრდა, არამედ დაავადების რეგისტრაციის თანამედროვე სისტემის დანერგვაა, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ სიმსივნით გარდაცვალების სტატისტიკის ზრდის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, 2015 წელს ჩვენ შევცვალეთ სიმსივნური დაავადებების რეგისტრაციის სისტემა და დავნერგეთ თანამედროვე - ე.წ. „კიბოს რეგისტრი“.

„ჩვენი ამოცანა არასდროს ყოფილა პრობლემების მიჩქმალვა, პირიქით - რეალური ამოცნობები ძალიან მნიშვნელოვანია. 2015 წელს ჩვენ შევცვალეთ სიმსივნური დაავადებების რეგისტრაციის სისტემა და დავნერგეთ
თანამედროვე - ე.წ. „კიბოს რეგისტრი“.

თუ იქამდე წელიწადში აღირიცხებოდა 7.000-მდე შემთხვევა, ჩვენ ყოველ წელს მოგვდიოდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან შეტყობინება, რომ მონაცემები ბევრი კომპონენტის მიხედვით, არარეალური იყო და სინამდვილეში წელიწადში 12.000-ს უტოლდებოდა.

კიბოს რეგისტრის დანერგვამ იმ წელსვე აჩვენა თითქმის 11.000 შემთხვევა, ანუ ჩვენი ამოცნობის და რეგისტრაციის სისტემა დაზუსტდა და მიუახლოვდა რეალურს.

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS