09 იანვარი, 2018
რა დაავადების ნიშანი შეიძლება იყოს სხეულზე გაჩენილი პიგმენტური ლაქები
კანზე პიგმენტური ლაქების გაჩენა, როგორც ექიმები ამბობენ, ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი. თუ ისინი ახალგაზრდას გაუჩნდა, აქ ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს, მათ შორის, ერთ-ერთი საეჭვო და უხარისხო კოსმეტიკა, რომელიც კანზე უარყოფითად მოქმედებს. ამიტომ მისი ხანგრძლივი გამოყენება დაუშვებელია...

პრობლემაზე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, დერმატოვენეროლოგი, კლინიკა "კანის" დამფუძნებელი ირაკლი კუტალია გვესაუბრება.


"კანზე პიგმენტური ლაქების გამომწვევი მნიშვნელოვანი ხელშემწყობი მიზეზია - მზე და კლიმატური ფაქტორები. პიგმენტურ ლაქებში იგულისხმება ორი ფაქტორი: დეპიგმენტაცია და ჰიპერპიგმენტაცია. დეპიგმენტაცია ნიშნავს გაღიავებულ გამოთეთრებულ ლაქას. ჰიპერპიგმენტაცია - გამუქებულ ლაქას.
პიგმენტური ლაქის გაჩენას მაინცდამაინც ადამიანის გარკვეული ასაკი არ იწვევს, ის შეიძლება ნებისმიერ ასაკში გაჩნდეს.

- ე.ი. მისი მიზეზი მაინცდამაინც დაბერება არ არის?
- დიახ, ეს არ არის მთავარი მიზეზი, თუმცა, ასაკთან ერთად, ლაქების გაჩენის რისკი სიბერეში იზრდება. მნიშვნელოვანი ხელშემწყობი მიზეზია მზე და კლიმატური ფაქტორები.

- რაზე მიუთითებს ხელებზე, ტანზე, თუნდაც სახეზე გაჩენილი პიგმენტური ლაქები?
- ზოგადად გაჩენილი პიგმენტური ლაქები მრავლისმაუწყებელია. ვიტილიგო, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, ხასიათდება ხელებზე და დეპიგმენტური ლაქების გაჩენით, ასევე შეიძლება იყოს ასაკობრივი ლენტიგო, რომელიც ჰიპერპიგმენტაციით ხასიათდება.

ტანზე ძირითადად ბევრ დაავადებას ახასიათებს ლაქების გაჩენა, მაგალითად, ნაირფერი პიტირიაზი, რომელიც სოკოვანი დაავადებაა, ასევე თეთრი ლიქენი, დეპიგმენტური ლაქებით ხასიათდება, სებორეული კერატოზი და ჰიპერპიგმენტაციით გამოიხატება. სახეზე პიგმენტური ლაქებით ლენტიგო ხასიათდება, რომელიც ასაკობრივია და ვიზუალურად ღია ყავისფერი შეფერილობით გამოიხატება.

განაგრძეთ კითხვა:


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS