14 იანვარი, 2014
მუცლის სწრაფად მოშორების საოცარი მეთოდი პირსახოცით - იაპონელი ექიმის უნიკალური აღმოჩენა
თქვენ ალბათ იტყვით, უფასო და სწრაფი გახდომა ზღაპარიაო. არ არის ასე სწრაფი და ეფექტური გახდომა – ზღაპრად და მითად წარმოგვიდგენია, თუმცა, აი, უკვე ათეული წელია, იაპონელი ექიმი ფუკუცუძი ქალებს უმოკლეს დროში წონის მოცილებაში ეხმარება და ეს ყოველგვარი დიეტის, გამთანგავი ფიზიკური ვარჯიშისა და ფულის ხარჯვის გარეშე ხდება.

თქვენ ალბათ იტყვით, უფასო და სწრაფი გახდომა ზღაპარიაო. არ არის ასე!

მეთოდი, რომელიც იაპონელმა თავის წიგნში აღწერა, აზიაში 6-მილიონიან ტირაჟად გაიყიდა. წიგნში მოთხრობილი მეთოდისთვის დაგჭირდებათ მხოლოდ დიდი პირსახოცი, მყარი,
მსხვილი ძაფი, ჰორიზონტალური ზედაპირი და დღეში 5 წუთი.

მეთოდის არსი იმაში მდგომარეობს, რომ რამდენიმე წუთის განმავლობაში თქვენ წევხართ სწორ ზედაპირზე და წელის ქვეშ ამოდებული გაქვთ რულონივით დახვეული პირსახოცი. შედეგად მუცელი ქრება. რამდენიმე სანტიმეტრად დახვეულ პირსახოცზე წოლისას წინ წამოიწევს მკერდი, სწორდება ხერხემალი და სიმაღლეც კი გემატებათ. თუმცა ყველაფერზე თანმიმდევრობით მოგიყვებით...

მთელი რიგი ექსპერიმენტების ჩატარების შემდეგ ექიმმა ფუკუცუძიმ თავისი ჰიპოთეზის მართებულობა დაამტკიცა და შეიმუშავა ვარჯიში სწრაფად გასახდომად. თუმცაღა, ამას ვარჯიშს ვერც ვუწოდებთ.


მაშ ასე, თავდაპირველად მჭიდროდ დაახვიეთ პირსახოცი. შემდეგ შემოახვიეთ მას თოკი ან მსხვილი ძაფი (გამოდგება ლენტიც). თუ წელის ტკივილები გაწუხებთ, შედარებით თხელი პირსახოცი აიღეთ.

ახლა იდეალურად სწორ ზედაპირზე (რბილი საწოლი და დივანი ამისათვის არ გამოდგება, უმჯობესია, იატაკზე დააფინოთ პლედი ან სავარჯიშო ლეიბი) დახვეული პირსახოცი ამოიდეთ წელის ქვეშ. უფრო კონკრეტულად კი...


ფრთხილად ვწვებით ზურგზე, ხელით გვიჭირავს პირსახოცის მუთაქა, რომელიც ზუსტად ჭიპის გასწვრივ უნდა იდოს! ეს მნიშვნელოვანია! ვამოწმებთ პოზის სისწორეს, საჩვენებელი თითით ჭიპიდან პირსახოცის რულონამდე ვხაზავთ წრეს...

მოდუნდით.
ფეხები მხრების სიგანეზე გაშალეთ და ფეხის წვერები შეართეთ ისე, რომ ერთმანეთს მხოლოდ დიდი თითები ეხებოდეს.


ხელები წაიღეთ თავს უკან, ხელისგულები ქვემოთ უნდა იყოს მიმართული, ნეკა თითები კი - შეერთებული. დააკვირდით! მთავარია, რომ ფეხების ცერა თითები და ხელების ნეკები ერთმანეთს ეხებოდეს.


სულ ეს არის! ამ პოზაში უნდა იწვეთ 5 წუთი.
მარტივია?

ძალიან! თუმცა ერთი სირთულე მაინც არსებობს. თუ თქვენ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, თქვენი ჩონჩხი მაშინვე მიიღებს მისთვის ბუნებრივ ფორმას. და ეს პროცესი შესაძლოა, მტკივნეული იყოს. თუ თქვენ გაგიჭირდათ 5 წუთი ამ პოზაში გაჩერება, დაიწყეთ ჯერ ორი წუთიდან და ყოველდღე მოუმატეთ დრო, მაგრამ საბოლოო ჯამში, სწორედ 5 წუთი უნდა დაჰყოთ ამ პოზაში. და არ უნდა გამოტოვოთ არცერთი დღე, თუ გსურთ, რომ შედეგი მართლაც მიიღოთ. 

იხილეთ ვრცლად

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 23 /
გავკვირდი
5 კგ მოვიკელი 1 ტვეში! ტქვენც დადეტ რა სედეგები
22:31 / 16-03-2014
გამოხმაურება / 0 /
სალომე
ეს რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს??/
21:40 / 29-01-2014
გამოხმაურება / 0 /
სხვა ნინო
რას დაგოიმდით ხალხო,რა გახდომა,რის გახდომა.ჭამეთ,სვით და შეირგეთ.ერთი კაშპიროვსკი არჩენდა ტელევიზორიდან ხალხს და მეორე ეგ იაპონელი.
14:08 / 25-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ფატი
ჰააჰ ბევრი ვიცინე გაიხარეთ
23:16 / 24-01-2014
გამოხმაურება / 0 /
კუკიი
ტეტუუუუუ რა მაგადიაააააააააა 20 კილო მოვიკლეიიი
18:37 / 18-01-2014
გამოხმაურება / 0 /
მეგი
ნეტა ერთი რა ვარჯიში რის ვარჯიში.. შეიძლება ეს კარგი იყოს მაგრამ რაში გჭირდებაააათ... ჭამეთ და იყავიით მაგას რა ჯობიაა.......
18:36 / 18-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ისე მართლა მესამეთ გავაკეთე დღეს და მგონი კაიააა
18:33 / 18-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ვაკეთებ და ნეტამც მინდა შედეგი არ იყოოოს :D:D:D
18:32 / 18-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ირა
ეს ვარჯიში დილას უნდა გაკეთდეს ?უზმოზზე თუ როდის? დააკონკრეტეთ თუ შეიძლება
20:10 / 16-01-2014
გამოხმაურება / 0 /
მეგი
მართლა ეფექტურია! გახდომის რა მოგახსენოთ, მაგრამ სისხლის მიმოქცევას აუმჯობესესბს, კარგია იმათთვის ვისაც ხერხემლის პრობლემმა აქვს. რამდენჯერმე გავაკეთე და თავს ტონუსში ვგრძნობ.
13:58 / 15-01-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS