თუ ფრჩხილები ადვილად გიტყდებათ, გიშრევდებათ და გიყვითლდებათ, ღვინის აბაზანები დაგეხმარებათ.
თეთრი ნახევრად ტკბილი ღვინო
ეს აბაზანა განსაკუთრებით კარგია მათთვის, ვისაც ფრჩხილები ადვილად ემტვრევა და უშრევდება.
შეათბეთ ერთი ჭიქა თეთრი ნახევრად ტკბილი ღვინო, შეურიეთ ერთი სადილის კოვზი ზეთი და ერთი ჩაის
წითელი ღვინო
ერთი ჭიქა წითელი ღვინო ორთქლის აბაზანაზე მსუბუქად შეათბეთ, გახსენით მასში ერთი სუფრის კოვზი ზღვის მარილი და ჩაყავით თითები 15-20 წუთით.
ღვინო და ვაშლის ძმარი
ეს რეცეპტი კარგია აშრევებული ფრჩხილებისთვის.
100 გრამ თეთრ მშრალ ღვინოს დაუმატეთ 5 სადილის კოვზი ვაშლის ძმარი და 4 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, ჩაყავით თითები და გააჩერეთ 15 წუთით.
ფრჩხილების გასამაგრებლად
ერთ სუფრის კოვზ მინდვრის შვიტას დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 20-30 წუთით. მიღებული ნაყენი გადაწურეთ, დაამატეთ 2 სუფრის კოვზი წითელი ღვინო. აბაზანაში თითები 15 წუთით გააჩერეთ.
თეთრი ღვინო ყვითელი ფრჩხილებისთვის
თუ ფრჩხილები გაგიყვითლდათ, აიღეთ ბამბის ტამპონი, დაასველეთ თეთრ მშრალ ღვინოში და გულმოდგინედ გაიწმინდეთ ფრჩხილები დღეში რამდენჯერმე, სანამ ფრჩხილებს ყვითელი ელფერი არ მოშორდება.
ღვინო და კარაქი ფრჩხილების საკვებად
ეს აბაზანა ამაგრებს და კვებავს ფრჩხილებს, ასევე, იცავს მათ აშრევებისგან.
ერთი ჭიქა თეთრი მშრალი ღვინო დადგით ორთქლის აბაზანაზე, დაუმატეთ ერთი სადილის კოვზი ნაღების კარაქი და ამდენივე თაფლი, მოურიეთ, ვიდრე ყველაფერი კარგად არ გადნება, ოღონდ ღვინო ადუღებამდე არ მიიყვანოთ. მიღებული ნაზავი ოდნავ გააგრილეთ და თითები 15 წუთით ჩაყავით.