04 იანვარი, 2018
18 სასარგებლო რჩევა, სტივ ჯობსის პირადი და ყველაზე მაღალანაზღაურებადი ექიმისგან
დევიდ აგუსი - მსოფლიო დონის ექიმი. მისი ყველაზე ცნობილი პაციენტი იყო კომპანია Apple-ის დამაარსებელი სტივ ჯობსი, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. სამწუხაროდ, ჯობსი არ იყო დამჯერი პაციენტი და ნაკლებად ითვალისწინებდა ცნობილი ექიმის რჩევებს. მედიცინის გურუს, რომელიც სილიკონის ველის ინჟინერთა ხატად იქცა, ხანგრძლვი სიცოცხლის თავისი საიდუმლო აქვს, მისი რჩევების გათვალისწინება დიდი ხნით შეგინარჩუნებთ ჯანმრთელობას.

ის, რომ სტივ ჯობსი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა, დევიდ აგუსის ბრალი არ არის, ექიმმა თავის ცნობილ პაციენტს არაერთხელ ურჩია სიმსივნის ამოკვეთა, მაგრამ
სტივი თავისებური ხასიათის იყო, არ ცნობდა კომპრომისებს და არ ისურვა ოპერაციის გაკეთება.

დევიდ აგუსი 49 წლისაა და ის სილიკონის ველის მედიკოსთა შორის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ექიმია. თავისი დამსახურებების გარდა, აგუსი იმითაც არის ცნობილი, რომ აქტიურ პროპაგანდას უწევს ჯანსაღი ცხოვრების წესს.

აი, ცნობილი პაციენტის ცნობილი ექიმის რამდენიმე რჩევა:


კოფეინის მიღება აუცილებლად უნდა გააკონტროლოთ
- უპირველეს ყოვლისა, კოფეინი ორგანიზმმა აუცილებლად ნატურალური პროდუქტიდან უნდა მიიღოს, ანუ ყავის მარცვლებიდან და ჩაის ფოთლებიდან. მეორე, ყავა და ჩაი უნდა მიიღოთ დღეში მხოლოდ ერთი-ორი ფინჯანი. არ ღირს კოფეინზე მთლიანად უარის თქმა, ამგვარი გადაწყვეტილება უფრო ავნებს ორგანიზმს, ვიდრე არგებს. კოფეინი ხომ ბუნებრივი სტიმულატორია ნერვული სისტემისთვის და ზომიერი რაოდენობით მისი მიღება სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის.
Rating
ხშირად გაიღიმეთ
- უბრალო, უმიზეზო ღიმილიც კი დადებით სიგნალს უგზავნის ტვინს, რომელიც ენდორფინებსა და სეროტონინს გამოყოფს, სწორედ ეს ჰორმონები ეხმარება ორგანიზმს სტრესთან გამკლავებაში.

ნუ დაიტანჯავთ თავს მეტისმეტი ფიზიკური ვარჯიშით - ჯანმრთელობისთვის საკმარისია დღეში 15 წუთით ვარჯიში, ორგანიზმს უნდა მისცეთ იმდენი დატვირთვა, რომ პულსი ჩვეულებრივ რიტმთან შედარებით 50%-ით აჩქარდეს. თუ თქვენი ბინა ან ოფისი არც ისე მაღალ სართულზეა, საკმარისი იქნება, თუ კიბეს ფეხით აივლით.

აკონტროლეთ პულსი, წნევა და ფიზიკური აქტივობა
- თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას, რომ დამოუკიდებლადაც კი შეძლოთ აღნიშნული პარამეტრების კონტროლი.

მოიწყვეთ თევზის დღეები - კვირის განმავლობაში სამჯერ მაინც უნდა მიირთვათ თევზი. ეს ხელს შეუწყობს გულისა და ტვინის უკეთ მუშაობას. უმჯობესია, თუ კალმახსა და ორაგულს შეარჩევთ.

Rating
დღეში ერთი ბოკალი წითელი ღვინო გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა.
კარგია, თუ კვირაში რამდენჯერმე მცირე დოზით ასპირინს მიიღებთ - ამ წამლის მცირე დოზით (შეგიძლიათ საბავშვო ასპირინი გამოიყენოთ) მიღება, მნიშვნელოვნად ამცირებს ინსულტისა და ინფარქტის განვითარების რისკს.

აუცილებლად ისაუზმეთ - რაც უნდა მოხდეს, როგორც უნდა გეჩქარებოდეს, საუზმე არავითარ შემთხვევაში არ გამოტოვოთ.
აუცილებლად დაიცავით ჰიგიენის წესები - აქ მხოლოდ კბილების გამოხეხვა და წყლის პროცედურები არ იგულისხმება, აუცილებელია, რომ თეთრეული, რომელშიც გძინავთ, უზადოდ სუფთა იყოს.

შეეცადეთ, რაც შეიძლება მოხერხებული ფეხსაცმელი ჩაიცვათ - თქვენი შესაძლებლობების ფარგლებში, არასოდეს გააკეთოთ ეკონომია ფეხსაცმელზე, რაც შეიძლება კარგი ხარისხის და მოხერხებული ფეხსაცმელი შეარჩიეთ.

Rating

შეიძინეთ ძაღლი - ეს სტიმულს მოგცემთ, ძაღლის გასასეირნებლად დღეში ორჯერ მაინც გახვიდეთ სახლიდან.
არ მიიღოთ აფთიაქში შეძენილი ვიტამინები და საკვები დანამატები - მათ თამამად შეიძლება ვუწოდოთ უსარგებლო.
საკვებად ნატურალური პროდუქტი გამოიყენეთ - უმჯობესია, მიირთვათ ხორცი და არა ძეხვი, თევზი და არა კონსერვი, ბოსტნეული და არა მოხუფული სალათები.

ნუ დალევთ ბევრ წვენს - ყველაფერში აუცილებელია ზომიერების დაცვა. მიუხედავად იმისა, რომ ხილი სასარგებლოა. მაგალითად, ერთ ჯერზე ათი ფორთოხლის ჭამა ორგანიზმისთვის მავნებელია. ასევეა წვენიც, დღეში ერთი ლიტრი წვენის დალევაც ვნებს ჯანმრთელობას.


შეეცადეთ ყველაფერს პოზიტიურად მიუდგეთ.

შეეცადეთ არ დაიწვათ - ჩვენ მხოლოდ ხილულ ზიანს ვამჩნევთ, არადა ორგანიზმი გაცილებით ძლიერ სტრესს იღებს.

მოერიდეთ რენტგენის აპარატებთან კონტაქტს - განსაკუთრებით აეროპორტებში.

ჩაწვდით მედიტაციის ძალას - მედიტაცია ოფისშიც შეიძლება. ეს ძალიან სასარგებლოა.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS