დღესასწაულებამდე კი ამასთან ერთად თუკი დიეტაზეც ვიყავით, ზედმეტი საკვების მიღება სრულიად აანაზღაურებს დღესასწაულებამდე რამდენიმე დღით ადრე დაკლებულ კილოგრამებს.
როგორ ავირიდოთ ზედმეტი საკვების მიღება სადღესასწაულო დღეებში, როგორ შევინარჩუნოთ წონა და რა ვქნათ იმ შემთხვევაში, თუკი მაინც ზედმეტი მოგვივიდა ჭამა?
იმისთვის, რომ ზედმეტი საკვების
მაგალითად, ფრანგები განთქმულნი არიან, როგორც საჭმლის დიდი მოყვარული ხალხი, მაგრამ ამავე დროს ისინი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გამხდარ ერად ითვლებიან. მთავარი საიდუმლო სწორედაც რომ მცირე ოდენობის პორციებშია. საჭმლით უნდა დატკბეთ და არ უნდა ეცადოთ, რომ ყველაფერი ერთიანად შეჭამოთ და თან დიდი ოდენობით. ალკოჰოლური თანხლების სახით რეკომენდებულია წითელი მშრალი ღვინო - ის აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი მაინც ზედმეტი მოგივიდათ ჭამა, პირველ ყოვლისა, უნდა გითხრათ, რომ არ უნდა დაისაჯოთ თავი შიმშილით, ორგანიზმი ორმაგ სტრესს განიცდის, ჯერ ზედმეტი საკვები, შემდეგ კი საკვების ნაკლებობა. უნდა ჭამოთ და თან რეგულარულად. ჭამეთ ბანანი, მისი მონელება ძალიან ადვილია, ხოლო მასში არსებული კალიუმი საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას უწყობს ხელს. ძალიან კარგია ამ დროს ჯანჯაფილი: ის ახდენს საჭმლის მონელების აქტივიზაციას. ჯანჯაფილი გახეხეთ სახეხზე. დაასხით ცხელი წყალი და დაუმატეთ ლიმონი.
დალიეთ Herbalife-ის კლასიკური ბალახის სასმელი, მის შემადგენლობაში შედის შავი და მწვანე ჩაის ექსტრაქტი, ილის მარცვლები, კოფეინი, ჰიბისკუსის და ბალბის ყვავილები, რომლებიც ტონიზირებას და სიმსუბუქის შეგრძნებას უზრუნველყოფს. მომდევნო დღეს ორგანიზმს განწმენდის საშუალება მიეცით. დაიწყეთ Herbalife-ის ალოეს სასმელით. 15 მლ. სასმელი გახსენით ნახევარ ჭიქა წყალში. ალოეს წვენი სტიმულს აძლევს საჭმლის მომნელებელ სისტემას და ასუფთავებს ორგანიზმს. გაისეირნეთ მაღაზიებში, ისეირნეთ ქუჩაში, უფრო მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. შეუსაბამეთ ერთმანეთს აქტიურობა და მშვიდი დასვენება, შედეგად თქვენი სადღესასწაულო დღეებიც ჩინებულად ჩაივლის.