კიბო ისეთი დაავადებაა, რომ თითქმის ყველანაირი სიმპტომი შეიძლება ახლავდეს თან. ნიშნები და სიმპტომები იმაზეა დამოკიდებული, თუ სხეულის რა ნაწილშია კიბო, რამდენად დიდია მისი ზომა და რამდენად ძლიერ ეფექტს ახდენს ორგანოებსა თუ ქსოვილებზე.
ამასთან, თუ უკვე გავრცელებულია მეტასტაზები, სიმპტომები სხეულის სხვადასხვა ნაწილში ჩნდება. როდესაც კიბო იზრდება, დარტყმა ახლომდებარე ორგანოებს, სისხლძარღვებსა და ნერვულ სისტემას აქვს.
აუცილებლად უნდა იცოდეთ კიბოს ძირითადი სიმპტომები. თუმცა, თუ რომელიმე მათგანი აღმოგაჩნდათ, არ ნიშნავს, რომ კიბო გჭირთ. თუ მსგავსი სიმპტომები დიდხანს გრძელდება, ექიმთან ვიზიტია საჭირო.
წონაში დაკლება: ბევრი ადამიანი, ვინც კიბოთია დაავადებული, წონაში იკლებს. როდესაც კილოგრამებს სრულიად უმიზეზოდ კარგავთ, ამას ვერ ხსნიან. თუ სრულიად მოულოდნელად 5 კილოზე მეტი დაიკელით, ექიმთან ვიზიტია საჭირო. ძირითადად, წონაში საგრძნობლად იკლებენ პაციენტები, რომელთაც პანკრეასის, კუჭის, საყლაპავი მილის ან ფილტვების კიბო აქვთ.
ციებ-ცხელება: ეს სიმპტომი, ძირითადად, მაშინ ჩნდება, როდესაც კიბო ორგანიზმში ვრცელდება. კიბოთი დაავადებული პაციენტების დიდ ნაწილს აღენიშნება ციებ-ცხელება, განსაკუთრებით მაშინ, თუ კიბო ან მისი მკურნალობა გავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე. არცთუ ისე ხშირად ციებ-ცხელება შესაძლოა, ლეიკემიის ან ლიმფომას საწყისი ნიშანი იყოს.
დაღლა: თუ თავს სუსტად გრძნობთ და ადვილად იღლებით, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
განაგრძეთ კითხვა: