25 დეკემბერი, 2017
როგორ უნდა შეარჩიოთ ზამთრის კურორტი ბავშვისთვის - პედიატრის რჩევები
ბავშვისთვის (მშობლებზე აღარაფერს ვამბობთ) დასვენება, ჰაერის გამოცვლა აუცილებელია, მით უმეტეს, თუ ის ქალაქში ცხოვრობს და სუსტი ჯანმრთელობა აქვს. სად წავიყვანოთ დასასვენებლად პატარა, რომ დასვენება მისთვის სასიამოვნოც აღმოჩნდეს და სასარგებლოც? განსაკუთრებით, ზამთრის პერიოდში, როცა იმუნიტეტის გაძლიერება კიდევ უფრო მეტად გვჭირდება.

პედიატრი ნინო მეზვრიშვილი:
- მცირეწლოვანი ბავშვებისთვის განსაკუთრებით კარგია დაბალი მთის კურორტები, სადაც ჰავა გარდამავალია ბარსა და მთას შორის, ორგანიზმზე ძლიერ ზემოქმედებას არ ახდენს და არც შეგუებას (აკლიმატიზაციას) ართულებს. ასეთია ბორჯომი, სურამი, ქვიშხეთი, ახალდაბა, საირმე, ზვარე. დაბალი
მთის კურორტების უმრავლესობა შერეული ტიპისაა - აქ ხელსაყრელ კლიმატურ პირობებთან ერთად არის მინერალური წყლებიც.


წაღვერი, ცემი, ბაკურიანი, წყნეთი, კიკეთი, მანგლისი, კოჯორი, აბასთუმანი, შოვი, ლებარდე, ფასანაური, გომბორი, ტბა (ბაკურიანთან) საშუალო მთის კურორტებია. მათ გარს არტყია ტყის დიდი მასივები, რომლებიც ჰაერს ოზონით ამდიდრებენ და ულამაზეს ლანდშაფტს ქმნიან. ჰაერი აქ სუფთა და გამჭვირვალეა.


ბავშვებისთვის, რომლებიც ხშირად ცივდებიან და, საზოგადოდ, იმუნიტეტი აქვთ დაქვეითებული, საუკეთესოა მთის კლიმატური კურორტები. ზღვის დონიდან დაშორების მიხედვით განასხვავებენ მაღალ, საშუალო და დაბალი მთის კურორტებს. მაღალი მთის კურორტებში ჰავა საუკეთესოა ორგანიზმის გასაკაჟებლად. ასეთია მაგალითად, ბახმარო. თუმცა, ბახმაროს და სხვა ტიპის მთის კურორტებს უფრო ზაფხულში ვურჩევ პატარებისთვის. ზამთარში შესანიშნავია ბაკურიანი, ცემი.



განაგრძეთ კითხვა:

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS