თუ თქვენი შვილი თანატოლებთან შედარებით უფრო ხშირად ცივდება, თუ მიდრეკილია ანთებითი პროცესებისა და ალერგიებისადმი, უნდა დაფიქრდეთ, სუსტი იმუნიტეტი ხომ არ აქვს?
პირველი მიზეზი - თანმდევი ფაქტორი
ზოგიერთი ბავშვი განსაკუთრებულ შემთხვევამდე ჯანმრთელია, რაც ახარებს მშობელს. შემდეგ კი ერთიანად "ემართება ყველაფერი". ამის მიზეზი შეიძლება იყოს: დისბაქტერიოზი ან ზოგიერთი პროდუქტის აუტანლობა. ჰიპო ან ჰიპერვიტამინოზი. აგრეთვე, ბავშვის იმუნიტეტი შეიძლება შეასუსტოს გადატანილმა რთულმა დაავადებებმა
ჩარევამ.
ახდენს თუ არა კვება გავლენას იმუნიტეტზე და რას გვირჩევს გასტროენტეროლოგი?
ცნობილმა პედიატრმა ბავშვის იმუნიტეტისთვის 5 აუცილებელი პროდუქტი დაასახელა.
თემურ მიქელაძის პასუხი იმუნიტეტის ასამაღლებელი წამლებისა და მალამოების თაობაზე - რამდენად აქვს აზრი მათ მიღებას?
მეორე მიზეზი - წამლების უკონტროლო მიღება
იმუნიტეტი არსებობს თანდაყოლილი და შეძენილი. ეცადეთ, უბრალო გაციების დროს არ დაალევინოთ პატარას წამლები და მითუმეტეს, ანტიბიოტიკი. მცირე უსიამოვნებებს ორგანიზმი თავისი ძალებით უნდა გაუმკლავდეს. ბავშვს ჯანმრთელობას ანტიბიოტიკით ნუ ჩაკლავთ.
მესამე მიზეზი - წესების დარღვევა
ბავშვისთვის მხოლოდ ხელების დაბანა და ხილის გარეცხვა საკმარისი არაა. მისთცის აუცილებელია:
დღის რეჟიმი,
რეგულარული სეირნობა,
ჯანსაღი კვება,
ზომიერი ფიზიკური აქტივობა.
თუ ბავშვი მთელ დღეს კომპიუტერთან ატარებს და ბუტერბროდებით იკვებება, ძლიერი იმუნიტეტი დიდი ხნით არ შეუნარჩუნდება. გაამდიდრეთ მისი რაციონი ხილითა და ბოსტნეულით, ხშირად გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე.
განაგრძეთ კითხვა