19 დეკემბერი, 2017
მოულოდნელი სიკვდილის მიზეზი დასახელდა
ამერიკელი მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ფეხების დაძაბულობის სინდრომი, რომლის დროსაც მჯდომარე ან მწოლიარე მდგომარეობაში ყოფნისას არასასიამოვნო შეგრძნება გაქვთ, ქალებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შედეგად სიკვდილიანობის მაღალ რისკთანაა დაკავშირებული.

სპეციალისტების ეს სტატია ჟურნალ "Neurology"-ში გამოქვეყნდა.

მეცნიერებმა შედეგები ხანგრძლივი კვლევის შემდეგ გამოაქვეყნეს. ამ კვლევებში 57 417 საშუალოდ 67 წლის ასაკის ქალი მონაწილეობდა. 2002 წლიდან, ყოველ 2 წელში, მათ გამოკითხვას უტარებდნენ, სადაც ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა დაეფიქსირებინათ. 10-წლიანი დაკვირვების შედეგად, 6448 სიკვდილი დაფიქსირდა.

აღმოჩნდა, რომ იმ ქალების შემთხვევაში, რომლებსაც ფეხების დაძაბულობის
სინდრომი აღმოაჩნდათ, გულ-სისხლძარღთა დაავადებით სიკვდილის რისკი 43%-ით მაღალი იყო. კავშირი ამ სინდრომსა და სიმსივნით სიკვდილიანობასა და სხვა მიზეზებს შორის არ დაფიქსირდა.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS