მას დაუჯერებელი სამკურნალო თვისებები აქვს. ლეგენდის თანახმად, ალექსანდრე მაკედონელის ჯარისკაცები ალოეს ჭრილობების სამკურნალოდ იყენებდნენ. ალოეს გელი ასევე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ლეგენდარული დედოფლის კლეოპატრას სასახლეში.
თუ მცენარე სახლში მოგეპოვებათ, შეგიძლიათ, საკუთარი ხელებით დაამზადოთ მისგან გელი. ასე ნამდვილად გეცოდინებათ, რომ კრემი ნატურალურია და არ შეიცავს მავნე დანამატებს.
ამისთვის დაგჭირდებათ:
ალოე ვერას 6 ც. ფოთოლი
ბასრი დანა
დალუქული კონტეინერი
ბლენდერი
მომზადების წესი:
1. გარეცხეთ ალოეს ფოთლები გამდინარე წყლით. გამოიყენეთ ისეთი ალოეს ფოთლები, რომლის
2. თითოეულ ფოთოლს მოაჭერით ბოლოები.
3. ფოთლებს გააცალეთ ქერქი გვერდებზე.
4. შემდეგ გაჭერით შუაზე.
5. მოაშორეთ ყვითელი ფენა, დატოვეთ მხოლოდ ჟელეს მსგავსი ნივთიერება - გელი.
6. სწრაფად მოათავსეთ ბლენდერში გელი და ცოტა დააქუცმაცეთ.
7. დაიცადეთ, ვიდრე წარმოქმნილი ქაფი გაქრება, შემდგომ მოათავსეთ კონტეინერში.
ყურადღება: ალოე ვერას ნატურალური გელი მაცივარში 7 დღის განმავლობაში ინახება. თუ მისი შენახვის ვადის გახანგრძლივება გსურთ, დაუმატეთ რამდენიმე წვეთი E ვიტამინი.
თუ აქამდე არ იცოდით, რისთვის გამოიყენება ალოეს გელი, შეგიძლიათ, გაეცნოთ:
გელის გამოყენება შეგიძლიათ კანისთვის.
ალოეს აქვს ანთების საწინააღმდეგო, შემამსუბუქებელი და დამამშვიდებელი ფუნქცია. ის ხსნის გაღიზიანებას, ამცირებს კანის სიწითლეს, ანთებას, ამშვიდებს კანს, ხსნის ქავილს. ალოე შესანიშნავად მოგირჩენთ ნაკაწრს, ჭრილობებს.
ალოეს გელი იდეალურია მათთვის, ვისაც მგრძნობიარე კანი აქვს და გაღიზიანებისკენაა მიდრეკილი. მისი დახმარებით, სახეზე შეგიძლიათ პიგმენტური ლაქების მოშორება.
ალოე ვერას გელი შეგიძლიათ გამოიყენოთ შინაგანი მოხმარებისთვისაც, მოგიწესრიგებთ მომნელებელ სისტემას და გახდებით.
დაუმატეთ ალოეს გელი კოქტეილებსა და სმუზის. მიღებიდან 6-8 საათის შემდეგ იწყება წმენდის პროცესი.
ალოეს შეუძლია მეტაბოლიზმის დაჩქარება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც გახდომა სურს.
გამოიყენეთ ალოე ვერა და არ ინანებთ! უკუჩვენება თითქმის არ აქვს, სარგებელი კი დიდია.
ანა გარელი