აი, რამდენიმე რჩევა, რომლებიც საქმეს გაგიადვილებთ.
ყველაფრის დამახსოვრებას ნუ შეეცდებით
რომ არ „გაგიჟდეთ“, განსაკუთრებით, თუ მრავალშვილიანი დედა ხართ, ყველაფრის დამახსოვრებას ნუ შეეცდებით. სჯობს, ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჩაიწეროთ, და კიდევ, ქილებზე აი, ასეთი მინიშნებები გააკეთეთ, რომ დარწმუნდეთ, დაალევინეთ თუ არა პატარას აბები.
სასიამოვნო ბანაობა
ყველა ბავშვს როდი სიამოვნებს ბანაობა. თუ მსგავსი პრობლემა გაწუხებთ, წყალში მანათობელი ჩხირები
გამოუყავით სივრცე შემოქმედებისთვის
ნუ გადაყრით დიდ ყუთებს. შეგიძლიათ ისინი, კვერცხის ყუთებთან ერთად, ბავშვის შემოქმედებითი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად გამოიყენოთ. სწორად ორგანიზებული თამაში დაიცავს სახლის კედლებს ნორჩი მხატვრის შედევრებისგან.
განუვითარეთ დამოუკიდებლობა
გგონიათ, რომ თუ თავად აჭმევთ და ჩააცმევთ ფეხსაცმელებს, დროს დაზოგავთ, არადა, გაჭირვეულებულმა ბავშვმა შეიძლება ისე მოისვაროს ტანსაცმელი, რომ მის ხელახლა მოსაწესრიგებლად გაცილებით მეტი დრო დაგჭირდეთ. კარგი იქნება, თუ ბავშვს მეტ დამოუკიდებლობას მიაჩვევთ, მაგალითად, ერთი ნახატი შუაზე გაჭერით და ნახევარ-ნახევარი ჩააკრათ ფეხსაცმელებში, როგორც ეს ფოტოზეა. ასე ბავშვს მარჯვენა და მარცხენა ნაკლებად შეეშლება და თქვენც ერთ-ორ წუთს დაზოგავთ.
სწორად მიაწოდეთ საჭმელი
საჭმელი ისე დაუჭერით, რომ აკურატულად ჭამა შეძლოს. რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო პატარა ნაჭრებად უნდა დაჭრათ. პიცის საჭრელი დანის დახმარებით, თქვენ ადვილად შეძლებთ ბლინების ან ფუნთუშების დაჭრას. ასევე, თუ ნაყინს ასეთ ქვესადგამს გაუკეთებთ, ბავშვი ნაკლებად დაისვრება ტკბილი წვეთებით.
შეინახეთ სათამაშოები
თუ გინდათ, ბავშვი წესრიგს მიაჩვიოთ, ჯერ სათამაშოების აკრეფა და შენახვა ასწავლეთ. დადეთ ყველა ოთახში ყუთი, რომელშიც მიმოფანტულ სათამაშოებს ჩაყრით, დღის ბოლოს კი სთხვეთ პატარას, სათამაშოები თავის ადგილზე დააწყოს.
ფრენა თვითმფრინავით ყვირილისა და ცრემლების გარეშე
თვითმფრინავით ფრენა პატარასთან ერთად ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, მითუმეტეს, თუ ბავშვმა მოიწყინა ან გაჭირვეულდა და მის გასართობად ძალა და იდეები აღარ დაგრჩათ. ამ დროს ძალიან დაგეხმარებათ შუშაზე მისაკრავი ნახატების კოლექცია.
ჩაკეტეთ ის, რაც ჩაკეტილი უნდა იყოს
ბავშვებს, განსაკუთრებით ახალფეხადგმულებს, ძალიან უყვართ კარადის კარების გამოღება და იქიდან ყველაფრის გადმოყრა, რაც ხშირად არც ისე უსაფრთხოა. კარადის კარების ჩასაკეტად შეგიძლიათ აბაზანის ფარდების რგოლები ან უბრალოდ, პლასტმასის კონსტრუქციები გამოიყენოთ.
შეინახეთ პატარა სათამაშოები ერთად
უკვე 68 წელია, რაც ლეგო დახლებზე გამოჩნდა და ერთნაირად ახარებს, როგორც პატარებს, ისე უფროსებს. პატარა ნაწილები რომ არ გაგებნეთ, კარგი იქნება, თუ მათ შესანახად სპეციალურ ტომარა-ზურგჩანთებს გამოიყენებთ. ასეთი ჩანთების დახმარებით, კონსტრუქტორის სტუმრად ან ბუნებაში წაღებასაც შეძლებთ.
მიაჩვიეთ შრომას
მიეცით თქვენს შვილებს ცოტაოდენი ჯიბის ფულის გამომუშავების საშუალება. ასე თქვენ ერთი გასროლით ორ კურდღელს დაიჭერთ: ბავშვს შრომისა და ფულის ყადრსაც ასწავლით და საოჯახო საქმეებში დამხმარეც გეყოლებათ.
დაუბრუნეთ პარკეტს პირვანდელი ელვარება
თქვენმა პატარამ შეიძლება პარკეტი ფლომასტერით ან მარკერით მოხატოს. პარკეტის გასუფთავებაში კბილის პასტა დაგეხმარებათ. ლაქას ცოტაოდენი კბილის პასტა წაუსვით და შემდეგ ღრუბლით ან ქაღალდის ხელსახოცით გაწმინდეთ.
მანეჟი გასაბერი აუზისგან
საბავშვო აუზი იოლად შეიძლება მოუსვენარი ბავშვებისთვის მანეჟად გადააქციოთ. გაბერეთ აუზი, ჩასვით შიგ ბავშვი, ჩაუყარეთ საყვარელი სათამაშოები და შეგიძლიათ ერთი-ორი საათით მშვიდად აკეთოთ თქვენი საქმე.