შედედებულ სისხლს ვხედავთ ჭრილობის, ნაკაწრისა და სხვა დაზიანების დროს, მაგრამ ხანდახან ის შეუმჩნეველია. და როცა ეს ხდება, საშინელებაა: როგორც წესი, სწორედ თრომბი ხდება ინფაქტის, ინსულტის, გულის შეტევისა და სხვა სერიოზული სამედიცინო პრობლემის მიზეზი.
აი, როგორ უნდა გაიგოთ წინასწარ, რომ თქვენ ან თქვენი რომელიმე ნაცნობი თრომბის საშიშროების წინაშე დგახართ:
1. რომელიმე კიდურის შეშუპება
ეს ხდება, როცა ადამიანს ღრმა ვენის თრომბოზი აღენიშნება. რის გამოც ადამიანის რომელიმე კიდურს სისხლი
2. ტკივილი ფეხებში
გამუდმებული ტკივილი და დისკომფორტი ფეხების ქვედა ნაწილში. განსაკუთრებით საშიშია, თუ ამას ხშირი კრუნჩხვებიც ახლავს. ამიტომ, თუ რაიმე მსგავსი აღგენიშნებათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
3. უცნაური წითელი ზოლები კანზე
გახსოვდეთ: ჩალურჯება - თრომბის კიდევ ერთი ნიშანია. მაგრამ, თუ შენიშნავთ ვენების გასწვრივ გაჩენილ წითელ ზოლებს, ეს უბრალოდ "ჩალურჯება" არ არის. აუცილებლად გაესინჯეთ ექიმს.
4. ტკივილი მკერდის არეში ღრმად სუნთქვის დროს
თუ გულის არეში ტკივილს ან დისკომფორტს განიცდით ღრმა სუნთქვის დროს, ეს შესაძლოა ნიშანი იყოს იმისა, რომ შედედებული სისხლი უკვე ფილტვებში გროვდება. ეს სასიკვდილოდ საშიში ნიშანია. ასეთ დროს ექიმს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ.
5. ქოშინი
აქ საუბარი არ არის იმაზე, როცა 15 სართულს აივლით. ქოშინი მაშინ არის საშიში, როცა ის უმიზეზოა. ეს შესაძლოა ასევე მიანიშნებდეს ფილტვების გარშემო სისხლის შედედებაზე. როგორც წესი, ამას მოულოდნელი თავბრუსხვევებიც ახლავს. ნებისმიერი მსგავსი სიმპტომის შემთხვევაში, უნდა გაესინჯოთ ექიმს.
6. აუხსნელი ხველა
თუ ყოველგვარი მიზეზის გარეშე გახველებთ, ხშირად უნდა მიაქციოთ გულისა და სუნთქვის რითმს ყურადღება. თუ ხველას ახლავს ტკივილი გულის არეში ან აუხსნელი ქოშინი, გაესინჯეთ ექიმს.
თრომბს სასიკვდილო შედეგი ახლავს. ნუ გარისკავთ და ექიმთან მისვლის ნუ მოგერიდებათ "სისულელის" გამო. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა გმირობა ან მორიდება შესაძლოა, სიცოცხლის ფასად დაგიჯდეთ.
ანა გარელი