06 დეკემბერი, 2017
თუ ტერფის კანი გაგირქოვანდათ, თქვენი გულის და ღვიძლის მუშაობას საფრთხე ემუქრება
აღმოსავლელ მკურნალებს მიაჩნიათ, რომ კოჟრების მიხედვით ზოგიერთი დაავადების ამოცნობა შეიძლება. მაშ ასე, რაზე მეტყველებს კოჟრები ფეხის ტერფებზე?

თუ მარცხენა ფეხის ნეკა თითის ქვეშ კანი გაგირქოვანდათ, აღმოსავლელი მკურნალების აზრით, გულის მუშაობას საფრთხე ემუქრება. იგივე მდგომარეობა, ოღონდ მარჯვენა ფეხისგულზე, ღვიძლის პრობლემებზე მიუთითებს.

A და B ვიტამინების ნაკლებობისა და ნერვული დაძაბულობის მაჩვენებელია გარქოვანებული კანი დიდი თითის ქვეშ ორივე ფეხისგულზე.

თუ კანმა გარქოვანება დაიწყო დიდი თითების ზედა ფალანგების გარეთა კიდეებზე, ესეიგი ენდოკრინოლოგს უნდა ეწვიოთ. როგორც წესი, ასეთი ნიშნები ფარისებრი
ჯირკვლების გაუმართავ მუშაობაზე მეტყველებს.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS