დიეტოლოგმა განმარტა, რომ დილით ყავის დალევის ჩვევა სრულიად უსარგებლოა. ის განსაკუთრებით საზიანოა მათთვის, ვინც ყავას უზმოზე სვამს. ექსპერტის თქმით, ამ შემთხვევაში კოფეინი ნაწლავებს გადამეტებულად ასტიმულირებს, რასაც ნივთიერებათა ცვლის დარღვევა მოყვება.
ექიმის აზრით, ყავის დალევისთვის საუკეთესო დრო 16:00 საათისთვის პერიოდია, როცა ბიორითმის ცვლა ხდება. დიეტოლოგი ასევე მიიჩნევს, რომ არ უნდა გამოტოვოთ საუზმე და არ უნდა მიირთვათ ძალიან მსუბუქად, რადგან
დილით უნდა გაექცეთ მშრალ საუზმეს, რადგან ამ დროს სისხლში შაქრის შემცველობა იზრდება, რაც უარყოფითად აისახება მეტაბოლიზმზე და მთელი დღის განმავლობაში ტკბილის მოთხოვნილება გიჩნდებათ.
ის, რაც დილით კატეგორიულად გეკრძალებათ - ენერგეტიკული სასმელია. ნერვული სისტემის ხელოვნურად გამოღვიძება გარკვეული დროის შემდეგ თვითშეგრძნების გაუარესებას იწვევს - აღნიშნავს სპეციალისტი.
ანა გარელი