04 დეკემბერი, 2017
5 რეკომენდაცია, რომელიც ნივთიერებათა ცვლას ააქტიურებს
ზამთარში ჩვენი ორგანიზმი მუშაობას ანელებს, ამიტომაც წელიწადის ამ დროს ყველაზე ადვილია ზედმეტი კილოგრამების დაგროვება. ამ უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად და ნივთიერებათა ცვლის გასააქტიურებლად სპეციალისტები რამდენიმე მარტივ რჩევას გვთავაზობენ.

აუცილებლად ისაუზმეთ

საკვების მიღება და გადამუშავება აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და მიაწვდის რა ტვინს გლუკოზას, ორგანიზმს გაღვიძებაში ეხმარება, ამიტომ აუცილებელია კარგად კვება და რაც მთავარია, საუზმობა.

ზამთარში სასარგებლოა საუზმედ ცილოვანი საკვების მიღება. ცილოვანი საკვების გადამუშავებისას ორგანიზმი ორჯერ მეტ ენერგიას ხარჯავს.

თუ თქვენ საუზმეზე მიირთმევთ მარცვლეულის ფაფებს, ხილსა და
ბოსტნეულს, ნივთიერებათა ცვლა 10%-ით დაჩქარდება.
ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს კოფეინის შემცველი სასმელებიც - ჩაი, ყავა, თუმცა, მათი ჭარბი რაოდენობით გამოყენება ჯანმრთელობისთვის საზიანოა, მით უმეტეს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებისას.

იმოძრავეთ
რაც უფრო მეტია ორგანიზმის კუნთოვანი მასა, მით უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესი, ამიტომ შეეცადეთ, რაც შეიძლება მეტი ივარჯიშოთ, განსაკუთრებით ზამთარში.

მასაჟი
ნებისმიერი სახის მასაჟი, იქნება ეს სპეციალისტთან ვიზიტი თუ აბაზანაში ტანის ენერგიულად დაზელა, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და აჩქარებს მეტაბოლიზმს.

თერმული პროცედურები

აბანო, საუნა… ნებისმიერი თერმული პროცედურა აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს. გარდა ამისა, ასეთი პროცედურები საიმედოდ დაგიცავთ გრიპისა და გაციებისგან.

ისეირნეთ სუფთა ჰაერზე

რაც შეიძლება მეტი ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. ნივთიერებათა ცვლის პროცესის გასააქტიურებლად აუცილებელია რაც შეიძლება მეტი ჟანგბადი, განსაკუთრებით ზამთარში, როცა მუდმივად დახურულ ოთახში იმყოფებით. სიცივეში ქუჩაში ყოფნისას, სხეულის საჭირო ტემპერატურის შესანარჩუნებლად, ორგანიზმი მეტ ენერგიას გამოიმუშავებს.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS