1. დაიზილეთ ყურები. ყურის ბიბილოებისა და ნიჟარის ორწუთიანი მასაჟი სწრაფად მოგიხსნით დაღლასა და დაძაბულობას. მასაჟი ასევე ხელს უწყობს ტვინისკენ სისხლის მიდენასა და მისი ჟანგბადით მომარაგებას.
2. დალიეთ პიტნის ჩაი. ის სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, შესანიშნავი მატონიზებელი საშუალებაა.
3. გამოაღეთ ფანჯარა. დარწმუნდით, რომ შენობა, რომელშიც იმყოფებით, საკმაოდ ნიავდება. საქმე ისაა, რომ ჟანგბადის არასაკმარისი რაოდენობა ძილიანობასა და მოთეთნილობას იწვევს.
4. საჩვენებელ და ცერა
5. ღრმად ისუნთქეთ. მუცელზე ხელისგულები დაიდეთ, ღრმად და ნელა ჩაისუნთქეთ. სუნთქვა 10 წამით შეიკავეთ და ამოისუნთქეთ. ასე ისუნთქეთ 10 წუთი - დაღლა და თვლემა გაქრება.
6. დღის რაციონში აუცილებლად ჩართეთ მეტი ბოსტნეული და ხილი. ფორთოხალი, მანდარინი, პაპაია, სტაფილო თქვენს მენიუს გაამრავალფეროვნებს, მათში ვიტამინები კი ენერგიით უზრუნველგყოფენ.
7. გაიღიმეთ! ღიმილი და სიცილი ტვინის აქტივობას ასტიმულირებს, მხნეობისა და შესანიშნავი განწყობის შენარჩუნებას ეხმარება.
8. თუ მუდმივად გრძნობთ დაღლას, ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობა შეამოწმეთ. სხვა ნიშნები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ - წონის შეცვლა, თვლემა და თმის ცვენაა.