04 დეკემბერი, 2017
102 წლის საბჭოთა ქირურგი, რომელიც გინესის რეკორდსმენი გახდა - დაამარცხე სიმსუქნე და შეინარჩუნე ჯანმრთელობა
რუსმა ექიმმა 103 წელი იცოცხლა და გინესის რეკორების წიგნში შევიდა, როგორც მსოფლიოში უხუცესი მოქმედი ქირურგი, რომელიც 102 წლის ასაკში აქტიურად ატარებდა ქირურგიულ ოპერაციებს.

ფეოდორ უგლოვის კარიერა საბჭოთა კავშირში 1930-იან წლებში დაიწყო. თავისი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში მან ათასობით ოპერაცია ჩაატარა და პირველად გამოიყენა გულისა და ფილტვების ქირურგიასთან დაკავშირებული ბევრი პროცედურა. გამოაქვეყნა ასობით სტატია.

თავისი ცხოვრების წესის წყალობით, მან სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა სასურველი წონა და ჯანმრთელობა.

102 წლის ქირურგს არ სჭირდებოდა სათვალე და ზეპირად კითხულობდა თავისი საყვარელი
პოეტის ალექსანდრე პუშკინის ლექსებს.

მისი თქმით, სხვადასხვა დაავადების მიზეზი, ძირითადად, ზედმეტი ცხიმი და არაბალანსირებული კვებაა.

გარდა ამისა, ექიმი ირწმუნებოდა, რომ ბევრი დაავადების შველა საკალპელის გარეშეც შეიძლება, თუ პაციენტი სწორად იკვებება და ფიზიკურად აქტიურია.

ასე რომ, თუ მაღალი ქოლესტერინის დონე და ზედმეტი წონა გაწუხებთ, ამ პრობლემების გადაჭრა ბუნებრივი გზით შეიძლება.

აი, რა იყო ფეოდორ უგლოვის „საიდუმლო“:

მაღალი ფიზიკური და გონებრივი აქტივობა.

დისციპლინური სამუშაო დრო.

ცივი შხაპი (თვითონ ყოველდღე იღებდა ცივ შხაპს).

7-8 საათი ღამის ძილი.

სიგარეტისა და ალკოჰოლის შეზღუდვა.

ცხიმიანი და დამუშავებული საკვების შეზღუდვა.

სასურველია, საკვები მიიღოთ დღეში ოთხჯერ მცირე ულუფებით.

რეკომენდებულია ყოველდღე რაციონში ჩართოთ კვერცხი, მჭლე ხორცი, თევზი, ხილი, ბოსტნეული, ხაჭო და რძის სხვა პროდუქტები.

ექიმი დღის განმავლობაში სვამდა ბევრ წყალს და ერიდებოდა პურს.

ვისაც ზედმეტი წონა აწუხებს, შეუძლია, ფეოდორ უგლოვის რეკომენდაციები გაითვალისწინოს.

აი, ფეოდორ უგლოვის ყოველდღიური რაციონი:

9 საათი - შავი ჩაი ან ნატურალური ყავა 1 ჩაის კოვზი შაქრით.

11 საათი - 1 მოხარშული კვერცხი და წყალში დამბალი 8 შავი ქლიავი.

14 საათი - 200 გრამი მჭლე საქონლის (ქათმის) ხორცი, 100 გრამი კომბოსტო და ნედლი ან მოხარშული სტაფილო, 1 ფორთოხალი.
17:30 საათი - 30 გრამი ყველი, ფორთოხალი ან ვაშლი.

20 საათი - 250 გრამი კეფირი, ხაჭო ან ნატურალური იოგურტი.

თუ თირკმლების პრობლემა გაწუხებთ, დიეტის დაცვა ექიმთან კონსულტაციის გარეშე დაუშვებელია.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS