01 დეკემბერი, 2017
თუ ეს სიმპტომები გაწუხებთ, ე.ი. თქვენი ფარისებრი ჯირკვალი საფრთხის ქვეშ არის - ჩიყვის სიმპტომები და სამკურნალო მეთოდები
საქართველოში ძნელად თუ იპოვით ადამიანს, რომლის ერთი ნაცნობი მაინც არ უჩიოდეს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემას. რატომ? იმიტომ, რომ დიდი ხანია, ვიცით ჩვენი ქვეყანა ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა ენდემური ზონაა. ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემები შეიძლება ნებისმიერ ასაკში აღმოცენდეს.

სქესობრივი მომწიფების პერიოდში ფარისებრი ჯირკვლის მასა იზრდება, ხოლო მოხუცებულობის ასაკში – კლებულობს. ქალებში ფარისებრი ჯირკვალი უფრო დიდი ზომისაა, ვიდრე კაცებში; ორსულობის დროს ხდება მისი ფიზიოლოგიური გადიდება, რომელიც თვითნებურად უკუვით
არდება მშობიარობიდან 6–12 თვის განმავლობაში. სწორედ ამიტომ, სანამ დასაწყისი სტადია დიდ პრობლემად არ გადაიქცევა, ამისათვის საჭიროა დროულად აღმოვაჩინოთ და შესაბამისი მკურნალობაც დავიწყოთ.


ფარისებრი ჯირკვალი გავლენას ახდენს ჩვენს გონებრივ შესაძლებლობებზე, ძილსა და მადაზე, ფიზიკურ აქტივობაზე, სხეულის წონაზე, ძვლის ქსოვილის სიმკვრივეზე, შინაგანი ორგანოების მუშაობაზე, იმუნურ სისტემაზე და დაბერების პროცესზეც კი. მისი ფუნქციონირების მოშლა მრავალ პრობლემას იწვევს - სიმსუქნიდან დაწყებული გულის დაავადებებით დამთავრებული.

დაავადების აღმოჩენის ერთ-ერთი სიმპტომი შეიძლება იყოს წონაში სწრაფად დაკლება კარგი მადის დროს, (ან პირიქით, მატება მადის არქონისას), გახშირებული გულისცემა, განწყობის უმიზეზო ცვლა, მუდმივი დაღლა, ფრჩხილების მტვრევა და კანის სიმშრალე.

თუ ადამიანი თითქმის არაფრის გამო მწყობრიდან გამოდის, ეს საკმაო საფუძველია განგაშის ასატეხად და ამასთან არამოტოვირებული სიფიცხეც. თუმცა, აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზემოხსენებული ნიშნები სისტემატიური გადაღლილობის დროსაც შევამჩნიოთ. მაგრამ ამ დროს ყველაზე კარგი გამოსავალი არის, რომ თავი დავიზღვიოთ და გამოკვლევა ჩავიტაროთ.

დღეს საკვებ პროდუქტებში იოდი შედარებით მცირე რაოდენობით გვხვდება, ამიტომ ბალანსირებული კვების დროსაც კი შესაძლებელია, იოდის ნაკლებობა განვითარდეს. აქედან გამომდინარე, ადამიანთა უმეტესობას ესაჭიროება იოდის დამატებითი წყარო იოდიზირებული მარილის სახით, რომელიც გაცხელების დროს უფრო სტაბილურია.

თუ ყელის წინა მხარეს რაიმე წარმონაქმნი არ არის, შფოთის საბაბი არ არსებობს. ეს შეგრძნება ემოციური განცდებით გამოწვეულია.


რაც შეეხება ხალხურ თქმულებებს - ალბათ დღემდე არსებობს რწმენა, თითქოს დამუშავებული ქარვის მძივები ფარისებური ჯირკვლის დაავადებების განკურნებას ეხმარება, მაგრამ ამის მეცნიერული დასაბუთება დღემდე არ არსებობს. ჩიყვისთვის ხშირად იყენებდნენ კაკლის უღლის ნაყენს სპირტზე. სახალხო მკურნალები ასევე გვირჩევდნენ ყელზე ახალი მუხის ქერქის წასმას, რომელიც შეგიძლიათ მიიკროთ და ატაროთ კიდეც. გადიდებული ფარისებრი ჯირკვლის დროს - მიირთვით 1 ჩაის კოვზი კანიანად გახეხილი და შაქარში არეული ლიმონი ჭამამდე.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
Magda
Ugrmesi madloba bevri eseti statia Daidos janmrtelobastan dakavshirebit
00:25 / 25-04-2021
გამოხმაურება / 0 /
TOPS