01 დეკემბერი, 2017
ექიმებმა გულისთვის ყველაზე საშიში სასმელი დაასახელეს
სტელენბოსკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ საკმარისია დღეში 2 ქილა გაზიანი სასმელის მიღება და თქვენ გულის დაავადებებისა და ინსულტის პოტენციური მსხვერპლი ხდებით.

გაზიანი სასმელები დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს - სწორედ ამაშია ჯანმრთელობის მთავარი საფრთხე, რომელიც მის მოხმარებას უკავშირდება.

მკვლევრებმა ჩაატარეს გამოცდა, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ 10 კვირის მანძილზე გაზიანი სასმელის რეგულარული მიღების შემდეგ, ორგანიზმში უკვე შესამჩნევი ხდება უარყოფითი ცვლილებები.

"ადამიანების უმრავლესობა ფიქრობს, რომ მათ შეუძლიათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკებს გაექცნენ, როცა გაზიანი სასმელების დიეტურ ვერსიებს მიმართავენ, მაგრამ
დამტკიცდა, რომ ამ სასმელში შემცველი ხელოვნური დამატკბობელი ასევე დიდ ზიანს აყენებს ჯანმრთელობას", - განმარტეს კვლევის ავტორებმა.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS