01 დეკემბერი, 2017
რა აჩენს და როგორ ავირიდოთ თავის ტვინის ანევრიზმა
ანევრიზმა სისხლძარღვის გამობერილი ადგილია, რომელიც სწრაფად იზრდება და ივსება სისხლით. თავის ტვინის სისხლძარღვთა ანევრიზმა, რაც მეტად იზრდება, მით მეტად აწვება გარშემო არსებულ ქსოვილებსა და ნერვებს. განსაკუთრებით საშიშია ანევრიზმის გახეთქვა, რის შედეგადაც სისხლი ტვინის ქსოვილში იღვრება. როგორ ამოვიცნოთ ანევრიზმა?

შესაძლებელია თუ არა მისი გახეთქვის თავიდან აცილება? ამ და სხვა კითხვებზე ნეიროქირურგი გიგა კვარაცხელია გვიპასუხებს.

- რა აჩენს თავის ტვინის ანევრიზმას?
- თავის ტვინის ანევრიზმა შეიძლება გამოწვეული იყოს:

სისხლძარღვთა კედლის თანდაყოლილი პათოლოგიით;

ზოგიერთი გენეტიკური დარღვევით (შემაერთებელი ქსოვილის
დაავადებები, თირკმელთა პოლიკისტოზი, სისხლის მიმოქცევის დარღვევა - არტერიებისა და ვენების პათოლოგიური დატოტიანება, რაც სისხლის მიმოქცევის დარღვევას იწვევს);

თავის ტრავმით, ჭრილობით;

მაღალი არტერიული წნევით;

ინფექციით;

სიმსივნით (უპირატესად - თავისა და კისრის პირველადი ან მეტასტაზური ფორმებით);

ათეროსკლეროზით;

თამბაქოსა და ნარკოტიკების (უპირატესად - კოკაინის) მოხმარებით.

თავის ტვინში ანევრიზმა ნებისმიერ ადგილას შეიძლება წარმოიშვას, მაგრამ უმეტესად მდებარეობს არტერიის განტოტვის ადგილას, ტვინის ქვედა ზედაპირსა და ქალას ფუძეს შორის

- ვის შეიძლება დაემართოს დაავადება?
- თავის ტვინის სისხლძარღვთა ანევრიზმა ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს, თუმცა, მოზრდილებში უფრო ხშირად აღირიცხება, ვიდრე ბავშვებში, ქალებში უფრო ხშირად, ვიდრე მამაკაცებში. ანევრიზმის გახეთქვის ალბათობა მისი ნებისმიერი ფორმის დროს ერთნაირია, თუმცა, სტატისტიკით, უფრო მეტად 30-დან 60 წლამდე ასაკის პაციენტებშია მოსალოდნელი. ანევრიზმის გახეთქვას ხელს უწყობს ჰიპერტონია (მაღალი არტერიული წნევა), ალკოჰოლის ჭარბი გამოყენება, ნარკოტიკებისა და თამბაქოს მოხმარება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია თვით ანევრიზმის ზომა. განასხვავებენ: მცირე (დიამეტრი - 11 მმ-ზე ნაკლები), საშუალო ზომის (დიამეტრი - 11-25 მმ) და გიგანტურ (დიამეტრი - 25 მმ-ზე მეტი) ანევრიზმას.

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
ტოტო
არ ბეჭდავთ,მაგრამ მაინც დეგენერატის ჰაბიტუსი აქვს და რა ვქნა ?
19:02 / 26-07-2019
გამოხმაურება / 0 /
ტოტო
იდიოტის ჰაბიტუსი.
21:46 / 25-07-2019
გამოხმაურება / 0 /
ტოტო
დეგენერატის გამომეტყველება აქვს.
17:53 / 24-07-2019
გამოხმაურება / 0 /
დათო
უძლიერესი ექიმია,მაგრამ დაუფასებელი!
14:50 / 24-07-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS