შესაძლებელია თუ არა მისი გახეთქვის თავიდან აცილება? ამ და სხვა კითხვებზე ნეიროქირურგი გიგა კვარაცხელია გვიპასუხებს.
- რა აჩენს თავის ტვინის ანევრიზმას?
- თავის ტვინის ანევრიზმა შეიძლება გამოწვეული იყოს:
სისხლძარღვთა კედლის თანდაყოლილი პათოლოგიით;
ზოგიერთი გენეტიკური დარღვევით (შემაერთებელი ქსოვილის
თავის ტრავმით, ჭრილობით;
მაღალი არტერიული წნევით;
ინფექციით;
სიმსივნით (უპირატესად - თავისა და კისრის პირველადი ან მეტასტაზური ფორმებით);
ათეროსკლეროზით;
თამბაქოსა და ნარკოტიკების (უპირატესად - კოკაინის) მოხმარებით.
თავის ტვინში ანევრიზმა ნებისმიერ ადგილას შეიძლება წარმოიშვას, მაგრამ უმეტესად მდებარეობს არტერიის განტოტვის ადგილას, ტვინის ქვედა ზედაპირსა და ქალას ფუძეს შორის
- ვის შეიძლება დაემართოს დაავადება?
- თავის ტვინის სისხლძარღვთა ანევრიზმა ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს, თუმცა, მოზრდილებში უფრო ხშირად აღირიცხება, ვიდრე ბავშვებში, ქალებში უფრო ხშირად, ვიდრე მამაკაცებში. ანევრიზმის გახეთქვის ალბათობა მისი ნებისმიერი ფორმის დროს ერთნაირია, თუმცა, სტატისტიკით, უფრო მეტად 30-დან 60 წლამდე ასაკის პაციენტებშია მოსალოდნელი. ანევრიზმის გახეთქვას ხელს უწყობს ჰიპერტონია (მაღალი არტერიული წნევა), ალკოჰოლის ჭარბი გამოყენება, ნარკოტიკებისა და თამბაქოს მოხმარება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია თვით ანევრიზმის ზომა. განასხვავებენ: მცირე (დიამეტრი - 11 მმ-ზე ნაკლები), საშუალო ზომის (დიამეტრი - 11-25 მმ) და გიგანტურ (დიამეტრი - 25 მმ-ზე მეტი) ანევრიზმას.
განაგრძეთ კითხვა: