29 ნოემბერი, 2017
თუ მადა დაკარგეთ და წონაში იკლებთ - წამალს ფანჯრის რაფაზე აღმოაჩენთ
მადის და წონის დაკარგვა შეიძლება სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებლად ექიმს უნდა მიმართოთ.

სპეციალისტის რეკომენდაციებთან ერთად ძალიან დაგეხმარებათ კალანჰოეს წვენი - ფანჯრის რაფაზე შემოდგმული ერთი ქოთანი კალანჰოე თითქმის ყველა ოჯახში მოიძებნება.

რეცეპტი კი ძალიან მარტივია:

ერთმანეთში შეურიეთ სამი წილი კალანჰოეს წვენი, შვიდი წილი წითელი მშრალი ღვინო, ხუთი წილი თაფლი და 4-5 დღით თბილ ადგილას დადგით.

მიიღეთ თითო სუფრის კოვზი სამჯერ დღეში ჭამის წინ.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS