პრობლემების თავიდან ასაცილებლად საჭიროა კანის აქტიურად დატენიანება. ამაში დღის დამატენიანებელი კრემები დაგეხმარებათ. ოღონდ გაითვალისწინეთ მთავარი წესი - კრემი სახლიდან გასვლამდე ერთი საათით, სულ მცირე, 30 წუთით ადრე მაინც უნდა წაისვათ, რომ კანმა ის კარგად შეიწოვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კრემში არსებული სითხე ყინვაში დაკრისტალდება და კანს დააზიანებს.
შეგიძლიათ, დამატენიანებელი კრემები თავადაც მოამზადოთ.
თაფლი და იოგურტი
აურიეთ ერთმანეთში 2 სადილის კოვზი იოგურტი, 2 ჩაის კოვზი თაფლი და 1 ჩაის კოვზი ნუშის ზეთი. წაისვით სახეზე და 10 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ტუჩების დასაცავად
ყინვაში არა მარტო სახის კანს, ტუჩებსაც სჭირდება დაცვა. მოერიდეთ მენთოლიან და დამატენიანებელ პრიალა საცხებს. უმჯობესია, ზამთარში გამოიყენოთ პომადები და ტუჩებისთვის განკუთვნილი მკვებავი ბალზამები.