24 ნოემბერი, 2017
მოხარშული ლობიო და ჭვავის პური ფორებიანი კანისთვის
ფორებიანი კანის მოსავლელად რეკომენდებულია ჭვავის პურის ნიღაბი. ამისთვის ჭვავის პური თბილ წყალში დაალბეთ და მიღებული ფაფისებური მასა სახეზე წაისვით. 15-20 წუთის შემდეგ კი ცივი წყლით ჩამოიბანეთ. ამ ნიღაბს ძლიერმოქმედი ეფექტი აქვს.


ერთ ყავის ფინჯან მოხარშულ, დაჭყლეტილ ლობიოს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი და 2-3 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი. შემთბარი მასა სახეზე წაისვით და 20 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, მერე კი - ცივი წყლით. ეს ნიღაბი კვებავს და ათეთრებს კანს.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS