24 ნოემბერი, 2017
აიცილეთ თავიდან გაციება - გრიპის მარტივი პროფილაქტიკა
დღეს გრიპის პროფილაქტიკისა და სწრაფი მკურნალობის უამრავი პრეპარატი იყიდება, მაგრამ უმჯობესია, თუ თადარიგს დაიჭერთ და სამკურნალო მცენარეებს მოიმარაგებთ. სამკურნალო მცენარეების ნაყენი ბევრად საიმედო საშუალებაა საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვისას.

გრიპით დასნებოვნების შემთხვევაში, პირველ რიგში, ექიმს უნდა მიმართოთ. თუმცა, ექიმის დანიშნულებასთან ერთად შეიძლება გამოიყენოთ მკურნალობის ხალხური რეცეპტებიც:

ასკილის ნაყენი - ასკილის გამხმარი ნაყოფი დააქუცმაცეთ და 5 სუფრის კოვზ ნედლეულს დაასხით 1 ლიტრი ცივი წყალი, ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ დააყოვნეთ 8-10 საათის განმავლობაში და გაფილტრეთ მარლაში.

დალიეთ ყოველ
2-3 საათში რამდენიმე დღის განმავლობაში. შეგიძლიათ მიირთვათ თაფლით, შაქრით ან მურაბასთან ერთად. სასურველია, ნაყენი 1 კვირის განმავლობაში მიიღოთ, თან დოზა ნელ-ნელა შეამცირეთ.

ცაცხვი და ძახველი - თითო წილი ცაცხვის ყვავილი და ძახველის ნაყოფი დააქუცმაცეთ, აურიეთ ერთმანეთში და 2 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 5-10 წუთით, გაფილტრეთ, დალიეთ ცხელი ღამით 1-2 ჭიქა.

ჟოლო - გამოიყენება, როგორც სხვა სამკურნალო ბალახებთან, ასევე დამოუკიდებლად. შაქრიანი ჟოლოს წვენი კარგია მაღალი სიცხის დროს. გამხმარი ნაყოფის ნაყენი შეგიძლიათ ასე მოამზადოთ: 1 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ჟოლოს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი და დააყოვნეთ 20 წუთი. ცხელი ნაყენი თითო ჭიქა დღეში 2-ჯერ მიირთვით.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS