ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, პირველ შთაბეჭდილებას გარეგნობასთან ერთად, უპირველესად, სწორედ სუნი ქმნის. ასე რომ, ამ საკითხზე ნამდვილად ღირს ყურადღების გამახვილება.
სასიამოვნო სუნისთვის ჰიგიენის ნორმების დაცვა და ძვირადღირებული პარფიუმი, როგორც აღმოჩნდა, საკმარისი არაა. აუცილებელია, ადამიანმა ყურადღება მიაქციოს რაციონს, რადგან სხეულის სუნი სწორედ მიღებულ საკვებთანაა დაკავშირებული.
აი, რამდენიმე პროდუქტი, რომელიც ხელს უწყობს უსიამოვნო სუნის წარმოქმნას:
კომბოსტო
კომბოსტოს სხვადასხვა სახეობის სასარგებლო თვისებები ფართოდაა
კიდევ ერთი უარყოფითი თვისება, რაც კომბოსტოს აქვს, მეტეორიზმია. თუ გსურთ, უსიამოვნო სუნი თავიდან აიცილოთ, შეამცირეთ მისი გამოყენება.
დიდი რაოდენობით უჯრედისის შემცველი პროდუქტი
სხეულის უსიამოვნო სუნის მიზეზი შეიძლება დიდი რაოდენობით უჯრედისის შემცველი პროდუქტიც იყოს. ამგვარ საკვებს განეკუთვნება მიუსლი, სხვადასხვა სახის მარცვლეულის ფაფები და თხილეული, ასევე, ქატო. ეს პროდუქტი ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, მაგრამ მათი ჭარბი რაოდენობა ხელს უწყობს ორგანიზმში მეთანის, ნახშირორჟანგისა და წყალბადის გამოყენებას. ნეგატიური ეფექტის გასანეიტრალებლად, ამგვარი საკვების მიღებისას, რაც შეიძლება მეტი წყალი დალიეთ.
ყავა და ჩაი
ეს სასმელები, როგორც ცნობილია, აშრობენ პირის ღრუს და ამაღლებენ კუჭის მჟავიანობას. პირველ შემთხვევაში ეს ნეგატიური გვერდითი ეფექტია, მეორე შემთხვევაში კი - დადებითი, რადგან სიმჟავე ამ შემთხვევაში მძიმე საკვების გადამუშავებას უწყობს ხელს.
თუ ყავას ან ჩაის მაშინვე ერთ ჭიქა წყალს არ დააყოლებთ, პირის ღრუში გაჩნდება ბაქტერიები, რაც უსიამოვნო სუნის მიზეზი ხდება.
კარგი იქნება, თუ უპირატესობას მწვანე ან ბალახეულ ჩაის მიანიჭებთ და უარს იტყვით ყავაზე.
ჰიდროგენიზირებული ცხიმები
თუ სწრაფი კვების მოყვარული არ ხართ, შეგიძლიათ, ეს პუნქტი არც წაიკითხოთ, მაგრამ თუ ამგვარ საკვებს ხშირად მიირთმევთ, მაშინ ყურადღება გმართებთ.
ჰიდროგენიზირებულ ცხიმებს შეიცავს ნებისმიერი შემწვარი საკვები, ასევე, საკონდიტრო ნაწარმი. ეს ცხიმები, გარდა იმისა, რომ დიდ ზიანს აყენებს ორგანიზმს, ხელს უწყობს უსიამოვნო სუნის წარმოქმნას.
თუ მაინც იძულებული ხართ სწრაფი კვების ობიექტს მიმართოთ, შეეცადეთ, ეს რაც შეიძლება იშვიათად გააკეთოთ ან ზომიერი რაოდენობით მიიღოთ და ჯანსაღ საკვებთან ერთად მიირთვათ. მაგალითად, ჰამბურგერი და ქორფა სალათის ფურცლები.
რაფინირებული შაქარი
ყველამ კარგად იცის, რომ შაქარი მავნეა ჯანმრთელობისთვის, თუმცა, ნაკლებადაა ცნობილი, რომ შაქარი უსიამოვნო სუნის მიზეზიც არის.
რაფინირებული შაქრის შემცველი პროდუქტი არღვევს მჟავიანობის ბალანსს, გარდა ამისა, ხელს უწყობს ბაქტერიების გამრავლებას, რომლებიც უსიამოვნო სუნს მთელ ორგანიზმში ავრცელებენ. ასე რომ, მოერიდეთ რაფინირებულ შაქარს.
სატაცური
სატაცური, სხვათაშორის, ამცირებს სკლეროზის, სხვადასხვა წყლულოვანი და გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების რისკს.
თუმცა, სატაცური აქტიურად მონაწილეობს ნაწლავური აირების გამოყოფის პროცესში, ამძაფრებს სხეულის მიერ გამოყოფილი ოფლისა და შარდის სუნს. ვერ ვიტყვით, რომ ეს ვნებს ორგანიზმს, მაგრამ უარყოფითად მოქმედებს სხეულის სუნზე. ასე რომ, არჩევანი თქვენზეა.
პომიდორი
ბოლო დრომდე ეჭვიც კი არავის შეპარვია, რომ ეს ყველასათვის საყვარელი ბოსტნეული შეიძლება ცუდად მოქმედებდეს სხეულის სუნზე.
აღმოჩნდა, რომ რაც უფრო მეტ პომიდორს მივირთმევთ, მით უფრო მძაფრდება გამოყოფილი ოფლის სუნი.
სანელებლები
სანელებლების სიმრავლიდან გამომდინარე, მათი ჩამოთვლა ძნელია. ამიტომ მათ ყოფენ სამ ჯგუფად. პირველი, რომელიც უარყოფითად მოქმედებს სუნზე, მეორე - არანაირ გავლენას არ ახდენს სუნზე, მესამე - ეხამარება სასიამოვნო სუნის წარმოქმნას.
მაგალითად, კურკუმა და ძირა ააქტიურებენ ორგანიზმიდან ფორების მეშვეობით სხვადასხვა ნივთიერების გამოყოფას, ამასთან უფრო ამძაფრებენ ოფლისა და შარდის სუნს.
ადამიანის სუნზე დადებითად მოქმედებს, მაგალითად, კოჭა და ილი.