22 ნოემბერი, 2017
ნაზი და სათუთი ორგანო - ქალებო, იზრუნეთ მკერდზე
არც ისე დიდი ხნის წინ მასტოპათია შუახნის ქალების დაავადებად მიიჩნეოდა. ბოლო ხანს ის საგრძნობლად “გაახალგაზრდავდა” და უკვე ყმაწვილ ქალებთანაც ხშირად გვხვდება...

თუ ანტიკურ ლეგენდას დავუჯერებთ, მასტოპათიით იყო დაავადებული უმშვენიერესი ქალღმერთი ჰერა. ტკივილი მკერდის არეში მას აუტანელ ტანჯვას აყენებდა. საბედნიეროდ, ასკლეპიოსმა, მკურნალობის ღმერთმა, შეძლო მისი დახმარება.

მან ჰერას მოუმზადა სამკურნალო ნაყენი გამთენიისას მთაში შეგროვილი ბალახებისგან, რომლებზეც მას ბრძენმა კენტავრმა ქირონმა მიუთითა.

ჰერა განიკურნა. თანამედროვე ექიმები ალბათ იტყოდნენ, რომ ჰერას გაუმართლა - სენი დროულად გამოვლინდა და მკურნალობამ
სწრაფი შედეგი გამოიღო.

ადრეული დიაგნოსტიკა ხომ წარმატებული თერაპიის საწინდარია. ამიტომ, თუ მენსტრუალური ციკლის დაწყებამდე მკერდი გიმაგრდებათ და გტკივათ, მასში გესინჯებათ გამკვრივება, ნუ გადადებთ ექიმთან მისვლას.

გახსოვდეთ, რომ ქალის მკერდი ძალიან ნაზი, სუსტი და მტკივნეულად სათუთია, მის ავადმყოფობასა და ტკივილთან ხუმრობა არ შეიძლება! 

იხილეთ ვრცლად:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS