21 ნოემბერი, 2017
რატომ უნდა დაკავდეთ ზამთარში სექსით უფრო ხშირად - მეცნიერების პასუხი
მეცნიერებმა რეგულარული სექსუალური აქტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა აღმოაჩინეს - მას გრიპის ინფექციის სეზონზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება შეუძლია. კვლევა ამერიკელი სპეციალისტების მიერ პენსილვანიის უნივერსიტეტში ჩატარდა.

სექსს შეუძლია ადამიანი სეზონური გაციებისგან დაიცვას. დაკვირვების შედეგად, სისხლის ანალიზმა აჩვენა: ინტიმური სიახლოვე მეტად ააქტიურებს ანტისხეულების გამომუშავებას, რომელთა მეშვეობით იმუნური სისტემა ორგანიზმში დაავადებების გამომწვევ ინფექციებს ანადგურებს.

"ორგანიზმში ანტისხეულების გამომუშავება 30%-ით იზრდება, რაც ავადმყოფობის რისკს ამცირებს. ამასთან, სექსი კოლაგენის გამოყოფასაც უწყობს ხელს, ის ორგანიზმისთვის ახალგაზრდობის შენარჩუნებაზეა პასუხისმგებელი", - განმარტეს პროექტის ავტორებმა.

მათ ასევე მიაჩნიათ, რომ სექსი სასარგებლოა გაციების საწყის სტადიაზე, აძლიერებს ოფლის გამოყოფას და სასუნთქი გზების ვენტილაციას უწყობს ხელს. ხოლო თუ ავადმყოფობა სერიოზულ ეტაპზე გადავიდა, უმჯობესია, ინტიმზე უარი თქვათ, რადგან ამ შემთხვევაში ორგანიზმს კიდევ უფრო მეტად დაასუსტებს.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS