21 ნოემბერი, 2017
მეცნიერების საგანგაშო დასკვნა: ლუდი მამაკაცებში სექსუალურ ფუნქციას აქვეითებს
მეცნიერული კვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ „მამაკაცურ ძუძუებსა“ და ლუდის ჭარბ მოხმარებას შორის პირდაპირი კავშირია და ეს ყველაზე საშინელი არ არის იმ შედეგებს შორის, რომლებიც ლუდის გადამეტებულმა სიყვარულმა შეიძლება გამოიწვიოს.
მიზეზი ის გახლავთ, რომ მილიონობით ადამიანის საყვარელი სასმელი შეიცავს სვიას. სვია კი, თავის მხრივ, შეიცავს ფიტოესტროგენებს - ქალური ჰორმონის ანალოგს.

სპეციალისტთა აზრით, ლუდის ჭარბი რაოდენობა მამაკაცის ორგანიზმში ქალური ჰორმონის დონეს ზრდის. სწორედ ამ თვისების გამო, სვიას, როგორც ბუნებრივ სამკურნალო საშუალებას, უნიშნავენ ქალებს მენოპაუზის დროს.

სვიის ფარმაკოლოგიური
თვისებები ეხმარება ქალებს მენოპაუზის
ისეთ სიმპტომებთან გამკლავებაში, როგორიც არის სხეულის ტემპერატურის ცვალებადობა, ოფლიანობა, ნევრიზულობა და საშოს სიმშრალე.

მამაკაცებში ესტროგენის მაღალმა დონემ შეიძლება მკერდის ზრდა გამოიწვიოს. ცხადია, ლაპარაკია არა სპორტულ კუნთებზე, არამედ მოდუნებულ „ძუძუებზე“.

სვიას, ასევე, იყენებენ უძილობისა და მენოპაუზის სამკურნალო სხვადასხვა მცენარეული პრეპარატის დასამზადებლად. გარდა ამისა, სვია ხელს უწყობს რძის წარმოქმნას ძუძუთა კვების დროს. ასე რომ, რამდენადაც ესტროგენი ქალებისთვის სასარგებლოა, იმდენად მამაკაცებზე უარყოფითად მოქმედებს.

მიუხედავად იმისა, რომ სპეციალისტები ლუდსა და მამაკაცურ ძუძუებს შორის კავშირს ადასტურებენ, დამოუკიდებელ მელუდეთა საზოგადოების ხელმძღვანელი, ბრიტანელი მეცნიერი ბასტერ გრანტი დარწმუნებულია, რომ ლუდი სულაც არ არის მიზეზი.

ბრიტანელი მეცნიერი ირწმუნება, რომ სვია, მოგეხსენებათ, სხვადასხვა ჯიშის არსებობს, ზოგში მეტია ესტროგენი, ზოგში - ნაკლები, შესაბამისად, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რომელი ჯიშის სვიაა გამოყენებული ლუდის დასამზადებლად.
გრანტის თქმით, ლუდიდან მამაკაცის ორგანიზმში უმნიშვნელო რაოდენობის ესტროგენი შეიძლება მოხვდეს, რაც „ძუძუების“ ზრდაზე ვერანაირ გავლენას ვერ იქონიებს.

მეცნიერმა განაცხადა, რომ მამაკაცებში მკერდის ზრდა ლუდის კი არა, სიზარმაცის ბრალია - ეზარებათ ფიზიკური ვარჯიში და ნაკლებად ეწევიან ჯანსაღი ცხოვრების წესს.

თუმცა, მამკაცებში მკერდის ზრდა, როგორც აღვნიშნეთ, ყველაზე უარყოფითი შედეგი არ არის, რაც შეძლება ლუდის სისტემატურმა სმამ გამოიწვიოს.

მამაკაცის ორგანიზმში ესტოგენის მაღალი დონე შეიძლება სექსუალური ლტოლვის დაქვეითების მიზეზი გახდეს, რამაც საბოლოოდ შეიძლება იმპოტენცია გამოიწვიოს. ეს განპირობებულია იმით, რომ ესტროგენი ხელს უშლის მამაკაცის ჰორმონის ტესტოსტერონის გამომუშავებას.

ტესტოსტერონი კი, პოტენციის გარდა, ხელს უწყობს კუნთების მასის ზრდას, სპერმის გამომუშავებას და სასქესო ორგანოს ქსოვილის ჯანმრთელობას. ასე რომ, დასკვნა თავად შეგიძლიათ გამოიტანოთ.

უმეტეს შემთხვევაში, მამაკაცებს, რომლებსაც ორგანიზმში ტესტოსტერონის დაბალი დონე აღენიშნებათ, გაცილებით ხშირად აწუხებთ სხვადასხვა დაავადება, მათ შორის, აუხსნელი შფოთი და დეპრესიული მდგომარეობა.

თუმცა, სპეციალისტები იმასაც ამბობენ, რომ ზემოაღნიშნული შედეგების მისაღებად წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის ლუდის დალევაა საჭირო. ასე რომ, თუ ზომირებას გამოიჩენთ, თქვენს ჯანმრთელობას და მამაკაცურ ძალას ლუდი ვერაფერს დააკლებს.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS