20 ნოემბერი, 2017
მეცნიერებმა გაარკვიეს, თუ რომელი პროდუქტი ზრდის სიმსივნის რისკს მამაკაცებში
"ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ფიტოესტროგენი, რომელსაც სოიოს პროდუქტები შეიცავს, თავისი სტრუქტურით ჰგავს ჰორმონს, რაც პროსტატას კიბოს რისკს ზრდის. თუმცა, სპეციალისტები იმასაც აღნიშნავენ, რომ აუცილებელია კვლევების გაგრძელება", - წერს "The Daily Mail"-ი.

მკვლევრებმა 27 004 მამაკაცის მონაცემი გააანალიზეს. 11 წლის მანძილზე პროსტატას სიმსივნე 2598 მონაწილეს დაუდგინდა. სპეციალისტებმა მონაწილეების კვების რაციონი შეისწავლეს. კვლევამ აჩვენა, რომ ფიტოესტროგენის მიღება მჭიდრო კავშირშია პროსტატას კიბოსთან.

ამასთან, ცოტა ხნის წინ, არიზონას უნივერსიტეტის მეცნიერებმა ისიც აღმოაჩინეს, რომ სოიოში შემცველ ზოგიერთ ნივთიერებას სარძევე ჯირკვლების
სიმსივნის შეჩერება შეუძლია. ხშირ შემთხვევაში ის იცავს BRCA1 გენს, რაც მკერდის სიმსივნესთანაა დაკავშირებული. BRCA1 - სუპრესორული გენი, რომელიც ნორმაში ყოფნისას დნმ-ის სტაბილურობას უწყობს ხელს და აფერხებს ისეთ გენეტიკურ დაავადებებს, როგორიცაა სიმსივნე. თუ ამ გენის მუშაობა დაირღვა, მკერდის სიმსივნის რისკი იზრდება.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS