20 ნოემბერი, 2017
სწრაფი, სასარგებლო და გემრიელი საუზმის იდეები
რატომ უწოდებს თითქმის ყველა დიეტოლოგი და სპორტსმენი საუზმეს საკვების მიღების ყველაზე მნიშვნელოვან მომენტს და გვირჩევს, რომ გულგრილი არ ვიყოთ მის მიმართ?

ამისი მთავარი მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ ღამით დასვენების განმავლობაში სისხლში შაქრის შემადგენლობა იკლებს, ამიტომ დილიდანვე აუცილებელია მისი ნორმაში მოყვანა, რომ აღვიდგინოთ ძალები და გავაღვიძოთ ორგანიზმი. ამასთანავე, ადამიანები, რომლებიც მიჩვეულნი არიან მსუყე და ხარისხიან საუზმეს, ბევრად უფრო ენერგიულნი არიან როგორც ფიზიკურად, ასევე გონებრივად მთელი დღის განმავლობაში. საუზმეზე უარის თქმამ შესაძლოა, გამოიწვიოს შიმშილის გაზრდილი შეგრძნება, რომელიც
გვაიძულებს, მუდმივად წავიხემსოთ მაღალკალორიული მზა პროდუქტებით.

ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, კონკრეტულად რას მივირთმევთ საუზმეზე. საკვები, რომელიც მხოლოდ „სწრაფი“ ნახშირწყლებისგან შედგება, როგორიცაა თეთრი პურის სენდვიჩები, მზა ბურბუშელა ან ტკბილი ბატონები, არ უზრუნველყოფენ ორგანიზმს საკმარისი ენერგიით და, ფაქტობრივად, მხოლოდ ცარიელი კალორიებია.

თუმცა, თანამედროვე ცხოვრების რიტმი აბსოლუტურად არ ესადაგება შრომატევადი და დიდ დროზე გათვლილი საუზმის მომზადებას. ამავე დროს, როგორც წესი, მაქსიმალურად მარტივი საკვები ბევრად უფრო სასარგებლოა, ვიდრე უამრავი ინგრედიენტისგან მომზადებული კერძები.

ვიდრე გადავიდოდეთ უშუალოდ საუზმის იდეებზე, ჩაინიშნეთ რამდენიმე მარტივი, მაგრამ ძალიან ეფექტური რჩევა:
მიაჩვიეთ საკუთარი თავი საუზმის მოფიქრებას საღამოდანვე. ამის შემდეგ, როცა დილით გაიღვიძებთ, დაგჭირდებათ მხოლოდ წინასწარ მომზადებული პროდუქტების გამოყენება, ნაცვლად იმისა, რომ ფიქრსა და ინგრედიენტების ძებნაზე დახარჯოთ დრო.

შეიძინეთ თქვენთვის ტექნიკის ისეთი თანამედროვე საოცრებები, როგორიცაა ბლენდერი, რომელიც სასარგებლო კოქტეილების და სმუზის მომზადებაში დაგეხმარებათ, ასევე მულტისახარში, რომელიც ფაფას თქვენი გაღვიძების მომენტისთვის მოხარშავს.


მოიმარაგეთ ისეთი პროდუქტები, როგორიცაა, მაგალითად, პროტეინების კოქტეილი ფორმულა 1 Herbalife-ისგან, რომელიც სრულფასოვანი დაბალანსებული საუზმე იქნება თქვენთვის, და რომელიც შეიცავს 17 გრამ ცილას პორციაში (მათ შორის, ფასეულ სოიოს ცილას), ასევე 23 უმნიშვნელოვანესი ვიტამინის და მინერალის კომპლექსს, ვიტამინ-ანტიოქსიდანტებს A, D, C, E და ბოჭკოვანას. ამავე დროს, მიუხედავად ასეთი მდიდარი შემადგენლობისა, კოქტეილი შეიცავს მხოლოდ 92 კალორიას ერთ პორციაში (ან 217 კკალ 250 მლ უცხიმო რძეში მომზადებისას).

შეეცადეთ, არ შეინახოთ მავნე პროდუქტები სადმე უკანა თაროზე სახლში. ამ შემთხვევაში ცდუნება არ წაგძლევთ, რომ ისინი პირველ რიგში შეჭამოთ გაღვიძებისთანავე.

ქვემოთ წარმოგიდგენთ საუზმეებს, რომლებიც ზუსტად გაამართლებენ სწრაფი, გემრიელი და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო საუზმის სახელს. სცადეთ თქვენ თვითონ და დარწმუნდით ამაში!

კოქტეილი „ხილის ფანტაზია“
მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: პროტეინებიანი კოქტეილი ფორმულა 1 ვანილი - 2 ს.კ., პროტეინებიანი ნაზავი ფორმულა 3 – 1 ს.კ. ანანასის წვენი - 250 მლ, წყალი - 50 მლ, ბანანი - 1 ცალი, კივი - 1 ცალი. ყველა ინგრედიენტი უნდა შეურიოთ ერთგვაროვან მასამდე ბლენდერში და სურვილის შემთხვევაში, დაამატეთ ყინული წყლის ნაცვლად.

შვრიის ზარმაცი დესერტი
კიდევ ერთი ვარიანტი, რომელიც საშუალებას მოგცემთ, არ დახარჯოთ არცერთი წუთი დილით საუზმის მომზადებაზე - ეს არის შვრიის ზარმაცი დესერტი. მის მოსამზადებლად უბრალოდ მოათავსეთ ქილაში შვრიის ბურღული, რძე, იოგურტი, პროტეინებიანი კოქტეილი ფორმულა 1 მარწყვი, ნებისმიერი კენკრა, ხილი გემოვნებით და საღამოსვე მოათავსეთ მაცივარში. ამგვარად, გაიღვიძებთ თუ არა დილით, შეგიძლიათ, დატკბეთ შვრიის დილის დესერტით.

ნუშის ფაფა კენკრით
მის მოსამზადებლად საღამოს ჯამში მოათავსეთ დიდი მუჭი ნუშის გული, ერთი სუფრის კოვზი სელის მარცვლები და დაასხით ოთახის ტემპერატურის წყალი. ასევე ღამით დაალბეთ წყალში ჭერმის ჩირი (კურაგა). დილით ყველა მომზადებული ინგრედიენტი შეურიეთ ერთმანეთს ბლენდერში, დაამატეთ კენკრა და დარიჩინი.

ხაჭოს დესერტი
ამ რეცეპტისთვის დაგჭირდებათ 100 გრამი არც თუ ძალიან ცხიმიანი ხაჭო და დაჭრილი ბანანი. საკაზმის სახით, შეგიძლიათ, გამოიყენოთ ბუნებრივი იოგურტი, თაფლი ან შინაური მურაბა.

სწრაფი ვარენიკები

ჯამში შეაზავეთ ხაჭო და პროტეინის ნაზავი ფორმულა 3 Herbalife-სგან. მიღებული ხაჭოს მასისგან გააკეთეთ ვარენიკები და ხარშეთ 2-3 წუთი მდუღარე წყალში. სოუსისთვის ცეცხლგამძლე ჭურჭელში მოათავსეთ კენკრა და დადგით ღუმელზე, მოამზადეთ 3-4 წუთის განმავლობაში საშუალო ცეცხლზე, რის შემდეგაც დაამატეთ თაფლი და პროტეინებიანი კოქტეილი ფორმულა 1.

(R)
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS