ფოლიუმის მჟავა აუცილებელია და დიდ როლს ასრულებს სისხლის წარმოქმნის პროცესში, ამიტომ მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოზარდის ორგანიზმისთვის.
მსხალი დიდი რაოდენობით შეიცავს კაპილარების გამამაგრებელ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედების მქონე ნივთიერებებს.
როგორც ცნობილია, მოცვისა და დათვის კენკრის ფოთლებს აქტიურად იყენებენ შარდსადენი გზების სამკურნალოდ. ზუსტად
გარდა ამისა, მსხალი შეიცავს დიდი რაოდენობით თუთიას. ხალხურ მედიცინაში მსხალს იყენებენ, როგორც სამკურნალო საშუალებას გაციების, ხველების, ციებ-ცხელების დროს.
სამკურნალო თვისებები არა მარტო ცოცხალ მსხალს, არამედ ჩირსაც აქვს. ჩირისაგან ამზადებენ კომპოტს, კისელს. მსხლის ჩირის ნახარში კარგია პატარა ბავშვებში კუჭის აშლისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს. შემწვარი მსხალი უებარია ხველებისას.
თუ პატარას შარდში აქვს სხვადასხვა მარილი (ურატები და ოქსალატები), უმჯობესია მის რაციონში ხშირად ჩართოთ მსხალი, ის ხელს შეუწყობს შარდიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნას.
სხვათაშორის, მსხლის ჩაკბეჩის დროს სასიამოვნო ხრაშახრუში განპირობებულია მის კანში შემავალი „ქვოვანი“ უჯრედისით. სწორედ მან შეიძლება გააღიზიანოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი და გამოიწვიოს ძლიერი პერისტალტიკა.
ამიტომ კუჭ-ნაწლავის დაავადებების გამწვავების შემთხვევაში, მსხლის ჭამისაგან უმჯობესია თავი შეიკავოთ.