ჩაის ხის ზეთს ფართო სამკურნალო შესაძლებლობები აქვს და მას აქტიურად იყენებენ ხალხურ მედიცინაში.
ეგზემა და ფსორიაზი
ჩაის ზეთს ანთების საწინააღმდეგო ძლიერი თვისებები აქვს, ამიტომაც ის მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ ეგზემისა და ფსორიაზის მკურნალობისას: ერთმანეთში კარგად აურიეთ 5 წვეთი ჩაის ხის ზეთი, 1 ჩაის კოვზი ქოქოსის ზეთი და 5 წვეთი ლავანდის ზეთი.
გამოიყენეთ კრემის სახით.
ბაქტერიები
ჩაის ხის ზეთს აქვს ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები, რაც დაგეხმარებათ ინფექციის თავიდან აცილებასა და ჭრილობის მკურნალობაში.
წაისვით რამდენიმე წვეთი ჩაის ხის ზეთი ჭრილობაზე და შეიხვიეთ. ეს დაგიცავთ ინფექციისგან და დააჩქარებს შეხორცებას.
აკნე
ჩაის ხის ზეთის ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები დაგეხმარებათ აკნეთი გამოწვეული ნებისმიერი ბაქტერიის განადგურებასა და ანთებითი პროცესის ჩაქრობაში.
ერთმანეთში აურიეთ 2 სადილის კოვზი ნედლი თაფლი და 5 წვეთი ჩაის ხის ზეთი. წაისვით სახეზე და კარგად შეიზილეთ. გაიჩერეთ ერთი წუთის განმავლობაში. შედეგს მალე იხილავთ. ფერიმჭამელები აღარ შეგაწუხებთ.
თავის კანი
ჩაის ხის ზეთი ატენიანებს თავის კანს და შესაბამისად, ქერტლის საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს. მოამზადეთ შამპუნი - თანაბარი რაოდენობით აურიეთ ერთმანეთში ალოე ვერას ზეთი, ქოქოსისა და ლავანდის ზეთი და რამდენიმე წვეთი ჩაის ხის ზეთი.