17 ნოემბერი, 2017
ორსულ ქალებს ბავშვის სქესის წინასწარ გაგების საშუალება აღარ ექნებათ
„აბორტების რაოდენობა ბოლო წლინახევრის განმავლობაში საკმაოდ მკვეთრად, რამდენიმე ათასით არის შემცირებული და ეს ძალიან კარგია", - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.

დავით სერგეენკო სელექციური აბორტების საკითხსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რეკომენდებულია სქესის არგამხელა ორსულთათვის, რადგან ეს ხანდახან გავლენას ახდენს მშობლების გადაწყვეტილებაზე.

„მნიშვნელოვანია, სქესის არგამხელა ორსულობის პერიოდში, რადგან ზოგჯერ სამწუხაროდ, ეს გავლენას ახდენს მშობლების გადაწყვეტილებაზე, რაც უბრალოდ, მიუღებელია. წლების წინ ჩვენ გავეცით რეკომენდაცია მიცემული სქესის არგამხელასთან დაკავშირებით,
ერთეულები ამას იცავენ, სამწუხაროდ, უმეტესობა არ იცავს და მნიშვნელოვანია ეს ეტიკეტი ორსულთან ყველასგან იყოს დაცული”, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

1990-2015 წლებში ბიჭის ყოლის სურვილის გამო, საქართველოში 31446 გოგო არ დაიბადა. ასეთია სტატისტიკა, რომელიც გუშინ გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის თანამშრომლობით კონფერენციაზე წარადგინეს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 12 /
მოშიკო
1990-2015 წლებში 31446 გოგონა არ დაიბადა, ანუ წელიწადში 1572 გოგონას მკვლელობა. თანამონაწილენი: დედა, მამა, შესაძლოა ბებია-ბაბუაც და "ექიმი"-გინეკოლოგი. დოკუმენტაცია ხომ არსებობს არქივში - ამ რიტუალური მკვლელობის ყველა მონაწილე ციხეშია გამოსამწყდევი. ...და "ექიმისთვის" კი, თუ ასეთი კრიმინალის მონაწილე-შემსრულებელია ერთჯერ მეტად, იქნებ სამუდამო პატიმრობაც კი მიმესაჯა. პრობლემას თავიდან უნდა მოვლა და არა ტრაკიდან ბატონო მინისტრო - რას ქვია, მითითება გაეცი, სქესი არ გაუმხილოთო. შენც იქნებ, იმ გინეკოლოგებს მიჯდომოდი გვერდით ვირის აბანოში, არ იქნებოდა? - კრიმინალს კრიმინალს ამატებ "მინისტრო".
01:11 / 19-11-2017
გამოხმაურება / 0 /
მარი
ის, რომ გოგონათა გენოფონდი არ ივსება ეს ფაქტია. იმ მიზეზით, რომ ბევრი შვილების ყოლა არ უნდათ ეკონომიკური პრობლემების გამო და ამიტომ შერჩევითი სქესისას ვაჟებს ირჩევენ, გვარის გამგრძელებლად. თუ ქალთა მიმართ ძალადობაზეა საუბარი მაშინ ჯანდაცვის მინისტრმა გაითვალისწინოს და როგორც დემოგრაფიულად გაჭირვებულ ქვეყანას უშვილობის მკურნალობა წაახალისოს. რელიც ყველაზე ძვირად ღირებული მკურნალობაა საქართველოში. როგორ ფსიქოლოგიურ სტრესში არიან ის ქალები ვისაც საშვალდბა არ აქვს და ასე ზის უშვილოდ. ეგ ძალადობა არ არის?!
21:19 / 17-11-2017
გამოხმაურება / 1 /
ნინო
აბორტის ფული აქვთ და პრეზერვატივის არა?? ფუ, რა უნდა ველაპარაკო მკვლელი მშობლები!! ორი უარესიდან ნაკლებ უარესი მაინც აირჩიონ.
03:55 / 18-01-2019
TOPS