17 ნოემბერი, 2017
ორსულ ქალებს ბავშვის სქესის წინასწარ გაგების საშუალება აღარ ექნებათ
„აბორტების რაოდენობა ბოლო წლინახევრის განმავლობაში საკმაოდ მკვეთრად, რამდენიმე ათასით არის შემცირებული და ეს ძალიან კარგია", - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.

დავით სერგეენკო სელექციური აბორტების საკითხსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რეკომენდებულია სქესის არგამხელა ორსულთათვის, რადგან ეს ხანდახან გავლენას ახდენს მშობლების გადაწყვეტილებაზე.

„მნიშვნელოვანია, სქესის არგამხელა ორსულობის პერიოდში, რადგან ზოგჯერ სამწუხაროდ, ეს გავლენას ახდენს მშობლების გადაწყვეტილებაზე, რაც უბრალოდ, მიუღებელია. წლების წინ ჩვენ გავეცით რეკომენდაცია მიცემული სქესის არგამხელასთან დაკავშირებით,
ერთეულები ამას იცავენ, სამწუხაროდ, უმეტესობა არ იცავს და მნიშვნელოვანია ეს ეტიკეტი ორსულთან ყველასგან იყოს დაცული”, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

1990-2015 წლებში ბიჭის ყოლის სურვილის გამო, საქართველოში 31446 გოგო არ დაიბადა. ასეთია სტატისტიკა, რომელიც გუშინ გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის თანამშრომლობით კონფერენციაზე წარადგინეს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 12 /
ნინი
3 თვემდე არ შეეძლებათ მერე გეტყვიან სქესს.
17:40 / 22-01-2019
გამოხმაურება / 0 /
william265
თუ არ არსებობს ბავშვის რჩენის მატერიალური საშუალება, არსებობს პრეზერვატივი. იაფი და ხარისხიანი. და ვისაც შეძლება აქვს და მაინც სქესობრივ შერჩევას აკეთებს იმათი ტვინებია შესაცვლელი! და რამდენი გეგულებათ თქვენს გარშემო ასეთი? ცოტა? არა! ბევრია ასეთი ძალიან ბევრი... და იმედია დაცოტავდება :(
03:49 / 20-01-2019
გამოხმაურება / 0 /
Ilia
Da aborti akrdzalet mashin, shedegi da rezultati igivea. Albat sqesis gagebaze damatebit mosakrebelsac daaweseben . Msurveli yoveltvis gaigebs sqess da imedia eqims amistvis ar gaasamartleben. Jobia saxelmwifom izrunos sazogadoebis im nawilis gamofxizlebaze vinc sqesis gamo shvils klavs, tumca es dzneli saqmea da aba rogor ?!!!!! .... !!!! ?!....
18:41 / 18-01-2019
გამოხმაურება / 0 /
მაგნოლია
ნუ გამაგიჟებთ ხალხნო,რას ქვია უსახსრობის გამო იკეთებენ აბორტს??? ნუ დაორსულდები,თუ არ გინდა..21 ე საუკუნეა...ათასი საშუალება არსებობს..ეს იგივე მკვლელობაა...
14:28 / 18-01-2019
გამოხმაურება / 0 /
Dima
Arsebobs damcavi sashvalebebi da unda gamoikenon. Aba amneni sicocxle ecireba. Danashaulia, mkvlelobaa chveulebrivi sakutari shvilis da aranairi gamartleba ara aqvs!!!
13:51 / 18-01-2019
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
ვაჟების გვარის გამგრძელებლად ირჩევენოო, გასაგებია, მაგრამ გოგო თუ არ ეყოლა ამ ვაჟს, ბებიამისთან ან დედამისთან, თუ მუჭში განაჩენს იმ გვარის გამგრძელელს?!
12:11 / 18-01-2019
გამოხმაურება / 0 /
სანიი
სქესის გაგება კიარა, აბორტებიი აიკეძალოს!!!
12:00 / 18-01-2019
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
ბავშვის გამოკვებისთვის თუ სახსრები არ აქვთ.... აბორტისთვის ხო აქვთ.. ან რომელი საუკუნეა თუ არ უნდათ თავი დაიცვან.. ეგ კიდე ცალკე თემააა. სქესის გამო ვინც აბორტს იკეთებს იმას გული არ აქვს
02:05 / 18-01-2019
გამოხმაურება / 0 /
თამარი
მივესალმები ამ ინიციატივას❤️❤️
02:02 / 18-01-2019
გამოხმაურება / 0 /
მარი
ამ ვაი მინისტრს ვინმემ გააგებინეთ, რომ აბორტებს უმრავლესობა პირველ რიგში უსახსრობის გამო იკეთებენ ქალები, რადგან არ აქვთ ბავშვის დაპურების, ჩაცმა-დახურვის, ან თუნდაც საჭიროებისას სამედიცინო მომსახურეობის ან პრეპარატების ყიდვის საშუალება.... სახელმწიფოს იმედზე კი სრული იდიოტი თუ გააჩენს.... და იმათ რაღა დააშავეს, ვისაც აბორტის გაკეთება თავში აზრადაც არ მოსვლია და ბავშვის სქესის გაგება თუნდაც ბავშვისთვის საჭირო ნივთების წინასწარ მოსამზადებლად აუცილებლად სჭირდება?
19:47 / 07-06-2018
გამოხმაურება / 23 /
ალექსანდრე კოპალიანი
რას ბოდავ??? პრეზერვატივის 1 ლარი არ აქვთ ხო?? ზუსტად იმიტომ იკეთებენ აბრტებს მეტი წილი სქესი არ მოეწონება და მიდის ეგრევე აბორტზე!!!
01:45 / 18-01-2019
სოფო
უამრავი საშვალება არსებობს თავდაცვისთვის,კეთილი ინებონ და დაიცვან თავი არასასურველი ორსულობისგან, არ მესმის და ვერც ვერასდროს გავიგებ,როგორ კლავენ დედები საკუთარი ხელით შვილებს,თან რისთვის?გვარის გამგრძელებელი რომ არ აღმოჩნდა?სისასტიკეა!!!
01:47 / 18-01-2019
ირინა
სქეს იმ დორს ეტყვიან როცა აბორტის გაკეთება შეუძლებელი იქნება. ძალიანაც სწორია❗❗❗❗ღმერთი შვილს გაძლევს და იმიტომ რომ გოგოა კლავ. მარაზმია ❗
01:57 / 18-01-2019
cici
atasi sashualeba arsebobs tavis dasacavad da abortis gaketeba agar dachirdebat fexis ashvera rom ician tavis dacvac ecodinebat. me mivesalmebi am akrzalvas
03:52 / 18-01-2019
ანა
გარკვეულ ვადამდე იქნება აკრძალვა და მერე ეტყვიან. 5_6 თვის ორსულობას აღარავინ შეწყვეტს.მაგ ვადაზე სქესს გაიგებენ. მართალი ხართ,სოციალური მდგომარება პირველი პაქტორია,მაგრამ არასასურველი სქესის გამო,ჯერაც ბევრი იკეთებს აბორტს სამწუხაროდ. :(
10:22 / 18-01-2019
ელენე
როცა უფალი გჩუქნის შვილს, იმის შესაძლებლიბასაც გაძლევს აღზარდო. მე მეამის ყველაფერი, გასაგები დაპურების საშუალება არ აქვთ ბევრ ოჯას და ეს მეც ძალიან მაწუხებს. ძალიაან ცოდები არიან, აბორტი შეიძლება უკიდურეს შემთზვევაში გაიკეთოს ქალმა, მაგრამ ეს ხო დიდი ცოდვაა.ზოგიერთი ქალი აჩენს და სანაგვეზე ტოვებს შვილს ეს ხო საერთოდ მარაზმია! ჩემთვის პირადად სულერთია ბიჭი იქნება თუ გოგო, მთავარია ჯანმრთელი.
11:07 / 18-01-2019
ეთო
მაპატიეთ ვერ დაგეთანხმებით.აბორტს იკეთებენ სქესის გამო,სამსახური ახალი დაწყებულიას გამო.ქმარა მეტი არ უნდას გამო,რაღადროს ჩემი შვილიას.ქალებს ოჯახის თანადგომა აკლია.არ მგონია დალაგებულ ქალს შვილის მოშორება უნდოდეს.ან იმ ქმარს რა ვუთხარი აბორტს რომ გაგიმართლებს.ვისაც უჭირს ის უფრო აჩენს.ვისაც თავზე გადასდის ისინი უფრო აქტიურად კკავენ შვილებს.თუნდაც ის მიზეზი ბავშვი ინვალიდი იქნება და მისი მოკვლა გაუმართლებელია.განა ცოტა ჯანმრთელად დაბადებული დაინვალიდდა?მოდი მოვკლათ.ფინანსურად გაგიჭირდათ?მოდი ამოვხოროც სათითაოდ ოჯახია წევრები. თუ თავდაცვა არ გინდა შეიკავე თავი თუ მაგარი ხარ
12:21 / 18-01-2019
მარიამი
უმრავლესობაო რომ ამბობთ რომელ კვლევაზე დაყრდნობით, ხომ ვერ მეტყვით? ნუ იმსჯელებთ ნაცნობებისგან გაგონილი ფაქტებით, და ნუ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში. არსებობს კვლევები და სტატისტიკა, სადაც ნათქვამია, რომ სელექციური აბორტი არის უფრო ხშირი ვიდრე უსახსრობით გაკეთებული.
12:31 / 18-01-2019
ბელა
და ჩვილი ბავშვის ნივთებს სქესი აქვთ? :))) თუ გოგო ცისფერ ბოდეს ვერ ჩაიცვამს და ბიჭი ვარდისფერ ადიელას ვერ დაიფარებს? ცოტა ტვინი გაანძრიეთ! ეგ ფერებად დაყოფა, დებილების მოგონილია.
13:03 / 18-01-2019
ტატა
ბავშვის მოკვლას თავდაცვა არ სჯობს? ბავშვის მოკვლას ვერაფრით გავამართლებთ...
13:54 / 18-01-2019
თამთა
უსახსრობა მიზეზი არ არის რომ აბორტი გაიკეთო.მაშინ თავი უნდა დაიცვან და ასეთი საშინელება არ ჩაიდინონ
14:16 / 18-01-2019
მარო
არა ჯანსაგად აზროვნებთ შვილი ღმერთის საჩუქარია მისი მოცილება დიდი ცოდვა ეხლა რა გაჭივრება აქვთ გაჭივრება იყო ადრე მაგრამ 5 6 7და 10 შვილს აჩენდნენ ევინოში ჩამბალი მჭადით ზრდიდნენ ახლა ზედმეტად თავის შეწუხება არ უნდათ სამწუხაროდ
14:29 / 18-01-2019
კატო
თუ არ უნდათ შვილი მაშინ თავი უნდა დაიცვან და რაც შეეხება წინასწარ ნივთების ყიდვას 4 თვემდე თუ არ იყიდეთ ნივთები მერე ვეღარ მოაწრებთ?4 თვის შემდეგ სქესს უსედაც გაიგებთ
14:56 / 18-01-2019
ჩHეგე
პრეზერვატივის ყიდვის საახსრებიც არ აქვთ ???
15:30 / 18-01-2019
Aaaaagsuebcja
Prezervativis yidvis pulic ar aqvs? )) 21 saukunea tu ar ginda shvili daicavi tavi da vso da nu amartleb aborts upulobas ra
15:31 / 18-01-2019
მ.მ
სექსის საშუალება აქვთ მხოლოდ?
15:41 / 18-01-2019
მარი
ბრიტანეტსჰი სქეს 5 ტვის მერე ეუბნებიან როცა ბავშVი უკვე ჩამოკალიბებულია და დზალიან სწორედაც მიმაჩნია მე პირადად
17:59 / 18-01-2019
ეკა
ჩემო კარგო საბედნიეროდ ვცხოვრობთ ისეთ ეპოქაში სადაც არსებობს ბევრი რამ არასასურველი ირსულობისგან თავის დასაცავად.იმის გამო რომ ბავშვს საჭმელი ვერ აჭამო და ვერ ჩააცვა უნდა მოკლა?
18:13 / 18-01-2019
თაკო
სქეს გარკვეული დროის შემდეგ თუ გაიგებ აბორტის გაკეთენის შანსი რომ აღარაა არავინ დაგიმალავს, ასე რომ წინასწარ შემზადებას მერვე ტვეშიც რომ გაიგო მაინც მასწრებ არ ინერვიულო მაგაზე :)
19:05 / 18-01-2019
მია
არ მოგბეზრდათ ამდენი სახელმწიფოს წყევლა- კრულვა და ბოღმის ნთხევა? შემოეევლეთ სერგეენკოს ვისაც არ მოგწონთ. სერგეენკოს ბრალია ჩვილის სქესისა არჩევის გამო შვილს რომ ჰკლავენ? უსახსრობა თუ აქვთ კიდევ , პრზერვატივი იხმარონ. მათხოვრობა ს რომ ხართ მიჩვეულები და სხვის ხელში შემყურეები, თორემ რამდენი მრავალშვილიანი ოჯახია რომ არც დახმარრბას თხოულობს და არც მათხოვრობს. იმიტომ რომ შრომობენ. მუქთახორები კიდე მარტო ლოგინში შრომობენ და პრეტენზიები აქვთ სხვებთან
19:15 / 18-01-2019
მარი
100% ხართ
23:22 / 18-01-2019
ნინო
მარი, ეს "ვაი მინისტრი" პირდაპირ არ ამბობს, პრეზერვატივი იყიდეთო, თორემ ეგეც იგულისხმება ბევრ სხვა რამესთან ერთად.
20:25 / 20-01-2019
ნინი
სერგეენკოა ვაი მინისტრი? მიშად დროს იყვნენ მინისტრები ხომ? მიშას დროს უფრო მეტი აბორტი კეთDებოდა ვიდრე ახლა და მაშინ ულხინდათ ალბათ ხალხს. ვაი შენ პატრონს უბედურს ასე შტერი რომ გაგაჩინა
17:38 / 22-01-2019
TOPS