გთავაზობთ იდეალური წყვილი პროდუქტების ნიმუშებს:

სტაფილო - ზეითუნის ზეთი
თუ გახეხილ სტაფილოს ცოტა ზეითუნის ზეთს მოასხამთ, ორგანიზმი A ვიტამინს
(თვალებისა და კანისთვის აუცილებელია) უკეთესად შეითვისებს.

მწვანე ჩაი - ლიმონი
მწვანე ჩაი მდიდარია კატეხინებით, რომლებიც მრავალი მძიმე, მათ შორის ონკოლოგიური დაავადებებისგან გვიცავს. დამტკიცებულია: ლიმონის წვენთან შერწყმისას კატეხინების დადებითი ეფექტი მნიშვნელოვნად ძლიერდება.

იოგურტი - ვაშლი
სალათების შესაკაზმად გამოიყენეთ პრობიოტიკებით მდიდარი ნატურალური იოგურტი. ხილსა და

სიმინდი - პარკოსნები
მნიშვნელოვანი ამინომჟავები ტრიპტოფანი და ლიზინი, რომლითაც მდიდარია სიმინდი, ხელს უწყობს სეროტონინის „ბედნიერების ჰორმონის“ წარმოქმნას. ისინი უკეთესად შეითვისება ნახშირწყლებთან ერთად, რომლითაც მდიდარია პარკოსნები.

კომბოსტო - პომიდორი
კომბოსტო ყველა თავის სასარგებლო თვისებას ამჟღავნებს მხოლოდ მაშინ, როდესაც პომიდორთან ერთად ამზადებენ.

შემწვარი ხორცი - ისპანახი
შემწვარ ხორცს დამატებული ულუფა ისპანახი ხორცის შეწვის დროს გამოყოფილი კანცეროგენული ნივთიერებების (ჰეტეროციკლური ამინების) რაოდენობას ამცირებს. ისპანახი რკინის შემცველობის მხრივ ბოსტნეულს შორის პირველ ადგილზეა.