სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ თუ კანის პრობლემები ჰორმონალურ ფონთან არ არის დაკავშირებული, მათი მოგვარება დიეტის შედეგად ექვს კვირაში შეიძლება.
უბრალო ნახშირწყლები, რომლებიც უხვადაა თეთრ პურში, მაკარონში, ბისკვიტებსა და კანფეტებში, კანს ვნებს.
გამოკვლევებმა დაადგინა, რომ რაციონში მარცვლეულისა და ცეხვილი პურის გამოყენება მოგაცილებთ გამონაყარს. ათი კვირის შემდეგ შავი წერტილებისა და თეთრი ფერიმჭმაელების
რა უნდა გავაკეთოთ პრობლემის თავიდან ასაცილებლად?
1. მიირთვით ნაკლები ნახშირწყლები. როგორც აღვნიშნეთ, ნახშირწყლები უხვადაა სხვადასხვა ტკბილეულში, ასევე ალკოჰოლსა და კოფეინის შემცველ სასმელებში.
2. ფერიმჭამელების წარმოქმნას ხელს უწყობს ძროხის რძეც. ასე რომ, თუ რაციონიდან მაქსიმალურად გამორიცხავთ რძის პროდუქტებს, მალევე შეამჩნევთ, როგორ შემცირდება გამონაყარი. უნდა გაითვალისწინოთ, რომ შესაძლოა, ორგანიზმს ლაქტოზის გადამუშავება უჭირდეს და ეს ქმნიდეს პრობლემას. ამიტომ აუცილებლად მიმართეთ ექიმს და გაიკეთეთ შესაბამისი ანალიზი.
3. მიირთვით რაც შეიძლება მეტი ხილი. კვლევების შედეგად, დადასტურდა, რომ ის ადამიანები, რომლებიც ნახევარი წლის განმავლობაში დღეში ექვს ულუფა ხილსა და ბოსტნეულს მიირთმევენ, გაცილებით მიმზიდველად გამოიყურებიან. მაგალითად, ვიტამინებით მდიდარია მწვანილი და კომბოსტო. მასში შემავალი ნივთიერებები ხელს უწყობს მოხდენილი გარეგნობის შენარჩუნებას და იცავს კანს.
C ვიტამინით მდიდარია წითელი წიწაკა და კივი. სასურველია, ბოსტნეული უმად მიირთვათ.
4. უარი თქვით ხორცზე. ის შეიცავს ცხიმმჟავებს (ომეგა 6), რომლებიც ხელს უწყობს სახეზე ანთებითი პროცესების განვითარებას. გამონაყარის თავიდან ასაცილებლად ან მათ შესამცირებლად მიირთვით ცხიმმჟავა ომეგა - 3-ით მდიდარი პროდუქტი. ასე რომ, შეგიძლიათ ხორცი ორაგულითა და თინუსით ჩაანაცვლოთ.
ანთების საწინააღმდეგო ნივთიერებებს შეიცავს, ასევე, ავოკადო, ცივი გამოხდის ზეითუნის ზეთი, ნიგოზი და მზესუმზირა.
სამი პროდუქტი, რომლებიც ყოველდღე უნდა მიირთვათ
ეს პროდუქტები მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც დადებითად მოქმედებენ კანზე, ასუფთავებენ და ატენიანებენ მას. მათში უხვადაა E ვიტამინი, რომელიც იცავს და კვებავს კანს.
1. მწვანე ჩაი.
2. მზესუმზირა (ერთი მუჭა მაინც).
3. კომბოსტოს მწნილი.