16 ნოემბერი, 2017
კარტოფილის წვენი - დაივიწყეთ გასტრიტი და ზედმეტი წონა
კარტოფილი დიდი რაოდენობით შეიცავს საკვებ ნივთიერებებს და იოლად ხსნის გასტრიტის სიმპტომებს.

კარტოფილის წვენს, ასევე, შეუძლია დაგეხმაროთ ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლაში.

საერთოდ ის ძალიან სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის. კარტოფილის წვენი არა მარტო ხსნის გასტრიტის სიმპტომებს, არამედ შველის კუჭის წყლულს, შეკრულობასა და დიარეას.

შენიშვნა: სამკურნალოდ არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ მწვანე ან გაშავებული კარტოფილი, რადგან ასეთი კარტოფილი შეძლება ტოქსიკურ ნივთიერებებს შეიცავდეს.

გამოყენების წესი:
კარტოფილი კარგად გარეცხეთ და გათალეთ, მოაშორეთ ნებისმიერი შავი წერტილი, დაჭერით და ბლენდერის საშუალებით დააქუცმაცეთ. გამოწურეთ წვენი.

გამოყენების წესი:

გასტრიტის დროს
დალიეთ ნახევარი ფინჯანი კარტოფილის წვენი 3-ჯერ დღეში ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ზედმეტი კილოგრამების დასაკლებად
დალიეთ ერთი ფინჯანი კარტოფილის წვენი დილით საუზმის წინ და საღამოს დაძინებამდე ორი საათით ადრე.

გაითვალისწინეთ:
კარტოფილის წვენი სასიამოვნო დასალევი ნამდვილად არ არის, ამიტომ შეურიეთ სხვა წვენი, მაგალითად სტაფილოს წვენი ან დაუმატეთ ცოტაოდენი თაფლი.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS