15 ნოემბერი, 2017
6 უცნაური მიზეზი, რატომაც სხეულზე უცნაური ჩალურჯებები ჩნდება
ფეხზე ხშირად ამჩნევთ ჩალურჯებებს, რომლებიც უმიზეზოდ ჩნდება? სინამდვილეში მათი უცნაური წარმოქმნის რამდენიმე მიზეზი არსებობს:

1. ვიტამინების დეფიციტი

ბევრმა იცის, რომ ზოგიერთი ვიტამინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლის წარმოქმნასა და ჭრილობების შეხორცებაში.

მაგ: B12, K ან С ვიტამინების ნაკლებობამ შესაძლოა, მსუბუქი სისხლჩაქცევები გამოიწვიოს.
ამიტომ, რაციონში შეიტანეთ დიდი რაოდენობით ცილების შემცველი პროდუქტები და აირიდებთ ყოველგვარ ჩალურჯებას.

2. სიბერე

სამწუხაროდ, კანზე ლაქების გაჩენა სიბერის მიზეზიცაა და ამას ვერავინ გაექცევა. მიუხედავად იმისა, რომ სიბერის შეჩერება შეუძლებელია, კარგი კვება და დატენიანება ჯანსაღი კანის
დიდხანს შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

3. ფონ ვილებრანდის დაავადება

ეს დაავადება სისხლჩაქცევების გაჩენით ხასიათდება, როცა ორგანიზმში სხვა მტკივნეული პროცესები მიმდინარეობს - ჭარბი სისხლდენა ოპერაციის ან მენსტრუაციის დროს.

4. ფიზიკური დატვირთვა

ფიზიკურ ვარჯიშებს სხეულის ჯანმრთელობისთვის დიდი სარგებელი მოაქვს, მაგრამ გადამეტებული დატირთვა ხშირად იწვევს ჩალურჯებებს. მსგავსი სილურჯე თითქმის ყოველთვის უსაფრთხოა.

5. დიაბეტი

დიაბეტს სისხლის მიმოქცევის ცვლილების გამოწვევა შეუძლია, რაც ხშირად ჩალურჯების მიზეზი ხდება.

6. თრომბოციტოპენია

ეს არის დარღვევა, როცა სისხლში თრომბოციტების ნაკლებობა აღინიშნება. ისინი პასუხს აგებენ სისხლის შედედებაზე იარებისა და ნაკაწრების დროს. ამიტომ შედედებასთან დაკავშირებული პრობლემისას, მცირე დაზიანების დროსაც კი ჩალურჯებები ჩნდება.
თრომბოციტოპენია ასევე გვერდით მოვლენად მიიჩნევა ფეხმძიმობის, იმუნიტეტის დაქვეითებისა და ლეიკემიის დროს. აუცილებლად გაესინჯეთ ექიმს.

ანა გარელი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS