13 ნოემბერი, 2017
ლაქები, გამონაყარი, შავი წერტილები - დაიბრუნეთ სუფთა კანი მარტივად
ამ რეცეპტში შემავალი ინგრედიენტები ამცირებს მელანინის გამომუშავებას, რის შედეგადაც კანი სუფთა და ჯანმრთელი ხდება. საუკეთესო შედეგის მისაღწევად პროცედურა კვირაში 3-4-ჯერ უნდა ჩაიტაროთ.

ინგრედიენტები:
2 სადილის კოვზი პომიდვრის წვენი.
2 სადილის კოვზი კარტოფილის წვენი.
1 სადილის კოვზი თაფლი.

მომზადების წესი:
კარტოფილი წვრილად გახეხეთ და გამოწურეთ წვენი, ასევე, გახეხეთ პომიდორი და წვენი მარლის დახმარებით გამოწურეთ.
ყველა ინგრედიენტი ზემოაღნიშნული პროპორციით მოათავსეთ ცალკე ჯამში და კარგად აურიეთ.
მიღებული მასა წაისვით სახეზე და შეიზილეთ ხუთი წუთის განმავლობაში, გაიჩერეთ 20 წუთით,
შემდეგ კი ცივი წყლით ჩამოიბანეთ.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
იაიაია
მშვენიერი რჩევებია ხოლემ ამ საიტზე. მადლობა!!!!!!
13:48 / 14-11-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS