თავბრუსხვევა და ყურებში ხმაურის შეგრძნება
B3 და E ვიტამინების, აგრეთვე მანგანუმისა და კალიუმის ნაკლებობის მაჩვენებელია. ასეთი სიმპტომების დროს ნიგოზი, მწვანე ბოსტნეული, ჭარხალი, ბარდა, კვერცხის გული და ციტრუსები უნდა მიიღოთ.
მხედველობის პრობლემები
თუ სიბნელეში ცუდად ხედავთ, გაწუხებთ თვალის ხშირი ანთებითი პროცესები,
უფერული, მტვრევადი, ნაადრევად გათეთრებული თმა
განპირობებულია B კომპლექსისა და F ვიტამინების, აგრეთვე იოდის დეფიციტით. თმას ჯანმრთელობა და სილამაზე რომ დაუბრუნდეს, საჭიროა რაციონში რეგულარულად ჩართოთ ამ ვიტამინებთი მდიდარი ზღვის პროდუქტები, იოდიზებული (უკეთესია ზღვის) მარილი და ჭამის დროს ვიტამინი F მიიღოთ.
თმის ცვენა
B ჯგუფისა და C, H ვიტამინების, აგრეთვე ფოლის მჟავის ნაკლებობასთანაა დაკავშირებული. ფოლის მჟავა დიდი რაოდენობითაა მწვანე ბოსტნეულსა და ღვიძლში. ვიტამინი H ბევრია ნიგოზში, საქონლის ღვიძლსა და თირკმელში, ბრინჯსა და ლუდის საფუარში.
სახეზე ფერიმჭამელები და წითელი ლაქები
B და A ვიტამინის ნაკლებობის ნიშანია. გააფართოვეთ რაციონი. ხშირად ჩართეთ თევზი, ღვიძლი, ნაღების კარაქი, მწვანე და ყვითელი ბოსტნეული, ქიშმიში და სხვა მშრალი ხილი, ლუდის საფუარი.