რატომ არის ეს მონაცემები შემაშფოთებელი?
იმიტომ, რომ ეს "ჩუმი მკვლელია". საკვერცხეების სიმსივნე ხშირად უსიმპტომოდ ვითარდება, ამიტომ მისი დიაგნოსტირება გვიან ხდება.
წამყვანი ონკოლოგები ირწმუნებიან, რომ საკვერცხის სიმსივნის ადრეულ სტადიაში აღმოჩენისას, სიცოცხლის ხანგრძლივობა 5-7 წელს შეადგენს, თუ პაციენტის ასაკი 35 წელს არ სცდება.
1. საკვერცხის სიმსივნის აღმოჩენა
მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ქალმა ყოველ
საკვერცხის სიმსივნის პირველი სიმსპტომები, რომლებზეც უნდა გაამახვილოთ ყურადღება, ძალიან ჰგავს კოლიტის სიმპტომებს. დასახელებული დაავადება ყველაზე ხშირად 30-დან 60 წლამდე ქალებში გვხვდება. ხოლო, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს დაავადება პირველ ეტაპზე თავს არ ავლენს და შესაძლოა, სხვა დაავადებებშიც აგერიოთ.
2. საკვერცხის კიბოს სიმპტომები
მუცლის პერიოდული ან მუდმივი შებერილობა.
ყაბზობა, კუჭის ტკივილი ან მუცლის ხშირი ტკივილი.
ინტენსიური ტკივილი მენჯის არეში - ერთ-ერთი მთავარი სიმპტომია.
ტკივილი ზურგის ქვედა ნაწილში.
შარდვის უკონტროლობა, ტკივილი ან წვა შარდვის დროს.
წონაში სწრაფად კლება.
გამუდმებით დაღლილობის განცდა.
ტკივილი სექსუალური აქტის დროს.
თუ ამ სიმპტომებიდან რომელიმეს შენიშნავთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს და ჩაიტარეთ გამოკვლევები.
ანა გარელი