04 ნოემბერი, 2017
თქვენ სურდო გაქვთ - გათავისუფლდით პრობლემისგან რამდენიმე საათში
გაციების ან გრიპის ვირუსის დროს ყველაზე უსიამოვნი განცდა ლორწოვანი მასის დაგროვებაა. შეგუბებული ლორწოვანი მასა აძნელებს სუნთქვას და საერთო დისკომფორტს ქმნის.
გთავაზობთ ანთების, შეშუპებისა და მიკრობების საწინააღმდეგო მოქმედების მქონე შინაურ საშუალებებს.
ნახველისა და ლორწოვანი მასის შეგუბების საწინააღმდეგო საშუალება
ინგრედიენტები:
½ ჩაის კოვზი კაიენის წიწაკა.
½ ჩაის კოვზი დაფხვნილი კოჭა.
3 სადილის კოვზი ნატურალური თაფლი.
¼ ჭიქა ლიმონის წვენი.
¼ ჭიქა ვაშლის ძმარი.
მომზადების წესი:
მინის ჭურჭელში ჩაასხით ლიმონის წვენი და ვაშლის ძმარი, დაუმატეთ თაფლი, წიწაკა, კოჭა,
კარგად აურიეთ და ბნელ და გრილ ადგილას შეინახეთ.
გამოყენების წინ შეანჯღრიეთ და მიიღეთ 1-2 სადილის კოვზი დღეში.

ხველების საწინააღმდეგო სიროფი
ინგრედიენტები:
200 მილილიტრი ნატურალური თაფლი.
50 მილილიტრი პირველი გამოხდის ზეითუნის ზეთი.
2 – 4 სადილის კოვზი ლიმონის წვენი.
მომზადების წესი:
ყველა ინგრედიენტი აურიეთ ერთმანეთში და მაცივარში შეინახეთ (შენახვის ვადა ექვსი კვირაა). საჭიროებისას, ნახველის გასათხიერებლად და ამოსახველებლად, დალიეთ 1 სადილის კოვზი 2-3-ჯერ დღეში.

ლორწოვანი მასის დაგროვების თავიდან ასაცილებლად

ინგრედიენტები:
200 გრამი ბოლოკი.
200 მილილიტრი თაფლი.
200 მილილიტრი ლიმონის წვენი.
5-6 კბილი ნიორი.
1 პატარა თავი წითელი ხახვი.

მომზადების წესი:
ბოლოკი, ხახვი და ნიორი წვრილად გახეხეთ, დაუმატეთ თაფლი და ნიორი და კარგად აურიეთ. მიღებული მასა მოათავსეთ ქილაში და გააჩერეთ ერთი კვირის განმავლობაში.
ეს საშუალება 24 საათის განმავლობაში გაგათავისუფლებთ დაგროვილი ლორწოვანი მასისგან.
გემოს გასაუმჯობესებლად შეგიძლიათ ცოტა მეტი თაფლი და ლიმონის წვენი დაუმატოთ.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS