ექიმი–ოფთალმოლოგი, მედიცინის დოქტორი, ნინო კვარაცხელია განმარტავს, რომ თავის ტვინი ინფორმაციას სწორედ თვალების საშუალებით იღებს, ამიტომ მათი მოვლა და დაავადებების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება აუცილებელია, – "ტექნიკური პროგრესისა და ეკოლოგიის ცვლილებებთან ერთად ჩნდება თვალის ახალ–ახალი დაავადებები, სწორედ ამიტომ, პრევენციისთვის აუცილებელია ოფთალმოლოგთან ვიზიტი და სრული გამოკვლევის ჩატარება.
მხედველობითი პრობლემების არსებობის შემთხვევაში, საჭიროა ნებისმიერი საკორექციო საშუალების, სათვალის
თუ მთელი დღის განმავლობაში კომპიუტერთან გიწევთ მუშაობა, შესაძლოა, თვალები დაგეღალოთ და გამოგიშრეთ, რის თავიდან ასაცილებლადაც ექიმი რეკომენდაციას გვთავაზობს:
"ამ შემთხვევაში კომპიუტერთან განათება მარცხენა მხარეს უნდა იყოს, სამუშაო ოთახი ხშირად უნდა განიავდეს, თვალში უნდა ჩავიწვეთოთ დამატენიანებელი წვეთები (ხელოვნური ცრემლი), რომლის გამოყენების ინტენსივობაც აბსოლუტურად ინდივიდუალურია, მისი გამოყენება საათში ან ნახევარ საათში ერთხელაც შესაძლებელია. ხელოვნურ ცრემლებს უკუჩვენებები არ აქვს, რადგან შეიცავს საკუთრივ ჩვენს ცრემლში არსებულ ნივთიერება ჰიალურონს",– აღნიშნავს ექიმი–ოფთალმოლოგი და დასძენს, რომ თუ თვალი მუდმივად დაღლილ მდგომარეობაშია, საათში ერთხელ, 5 წუთის განმავლობაში მისი დასვენება მზერის შორ მანძილზე გადატანით უნდა მოხდეს.
ნინო კვარაცხელიას თქმით, ხელოვნური ცრემლების გამოყენება ბავშვის შემთხვევაშიც შესაძლებელია, თუმცა, მისი ცხოვრების წესი აუცილებლად კომპიუტერთან დაკავშირებული არ უნდა იყოს, ამ შემთხვევაში მისი ეკრანთან დროის გატარება უნდა შეიზღუდოს, – "თუ ახლომხედველობის განვითარებაზე მოზარდებში არსებობს გენეტიკური განწყობა, ასეთ შემთხვევაში დიდი დოზით მხედველობითი დატვირთვა რეკომენდებული არ არის," – აღნიშნავს ექიმი.
ნინო კვარაცხელიას თქმით, ბავშვის თვალი კომპიუტერთან დაღლას უკვე მე–14 წუთიდან იწყებს, ამიტომ მშობლებმა ამ მხრივ ყურადღება უნდა გამოიჩინონ, –"ამ მიმართულებით ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკვლეულ ბავშვთა 25%–ს ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ ჩივილები აღენიშნებოდა".
განაგრძეთ კითხვა: